2016-03-31 17:08:42, 704 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან და ევროსთან და მიმართებაში რამდენიმე პუნქტით გამყარდა
ლარი დოლართან და ევროსთან და მიმართებაში რამდენიმე პუნქტით გამყარდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.3177 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი შეძენა 2.3679 ლარად არის შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0502 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, ოფიციალური კურსით, 1 ევრო ხვალ, 2.6375 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ღირებულება 2.6795 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0420 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან