|
2026-03-29 12:19:38, 1528 ნახვა
პოლიტიკა
ახალციხეში ოცნების დეპუტატები ერთმანეთს სცემენ, დეტალებს რეგიონალური მედია ავრცელებს
ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, ჰამბარცუმ ბაბოიანის ცემაში მისივე თანაგუნდელს, “ქართული ოცნების” დეპუტატს, კარლენ მანასიანს ადანაშაულებენ | რეგიონული ტელევიზია TOK TV მომხდარის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს. ამავე ინფორმაციით, კარლენ მანასიანზე ძალადობის ბრალდებით 2016 წელს საქმე იყო აღძრული. იმ პერიოდში ის ახალციხის გამგებლის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. წყაროს ინფორმაციით, საკრებულოს სხდომაზე სომხურ სასაფლაოსთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის შემდეგ ბაბოიანს ჯერ საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტში მერმა, ვარლამ წიკლაურმა უსაყვედურა, შემდეგ კი მანასიანმა გარკვევის მოტივით საკუთარ მანქანაში დაიბარა და ფიზიკურად გაუსწორდა. მანასიანიც და ვარლამ წიკლაურიც ინფორმაციას უარყოფენ. TOK TV-ის გავრცელებული ინფორმაციით, ახალციხის საკრებულოს სხდომაზე, სომხური სასაფლაოს ავარიული კედელის აღდგენის შესახებ დასმული კითხვის შემდეგ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეს, ჰამბარცუმ ბაბოიანს ფიზიკურად გაუსწორდნენ. შემთხვევა სხდომიდან მეორე დღეს, 28 მარტს მოხდა.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)