|
2026-03-28 17:30:10, 1533 ნახვა
პოლიტიკა
ორბანს საარჩევნო კამპანიის დროს საპროტესტო შეძახილებით დახვდნენ
უნგრეთის პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანს ქალაქ გიორში საარჩევნო კამპანიის დროს საპროტესტო შეძახილებითა და სტვენით დახვდნენ, რის საპასუხოდაც ორბანმა პროტესტის მონაწილეები უნგრეთის გვერდში დგომის ნაცვლად "უკრაინის ურმის თრევაში" დაადანაშაულა. "თქვენ უკრაინის ურემს ათრევთ იმის ნაცვლად, რომ უნგრელების გვერდით იდგეთ. გსურთ პროუკრაინული მთავრობა და გინდათ, რომ უნგრეთის ფული უკრაინაში წავიდეს" - მიმართა ორბანმა ადგილზე შეკრებილ მოწინააღმდეგეებს. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ შიკორსკიმ აღნიშნული ინცინდენტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გააზიარა და დაწერა, რომ "სინამდვილეში, ვიქტორ ორბანს სურს გააგრძელოს რუსული ნავთობის შეძენა და ამით უნგრეთის ფული მოსკოვში გაგზავნოს". ცნობისთვის, უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები 12 აპრილს ჩატარდება. წინასწარი გამოკითხვებით, ვიქტორ ორბანის პარტია Fidesz არჩევნებში ვერ იმარჯვებს.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)