22:30 - 20 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-31 16:49:33, 981 ნახვა

სამართალი
მაგდა პაპიძის დედა არ გამორიცხავს, რომ მკვლელობა ოთარ ბერძენიშვილს ჩაედინა

მეუღლისა და მცირეწლოვანი შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის დედა ლია შამუგია არ გამორიცხავს, რომ მამა-შვილის მკვლელობა ოთარ ბერძენიშვილს ჩაედინა.

როგორც სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ შამუგიამ ჟურნალისტებს  განუცხადა, პროკურორისგან შეიტყო, რომ სწორედ ოთარ ბერძენიშვილი იყო პირველი ადამიანი, ვინც პოლიციას მომხდარი მკვლელობის შესახებ შეატყობინა.

„ვერსიები მაქვს, თუ ვის შეიძლება ჩაედინა ეს მკვლელობა. არ არის გამორიცხული ეს ბერძენიშვილი იყოს, რადგან პროკურატურა ამბობს, რომ პირველი ზარი ოთარისგანაა შემოსული. მე პირველივე დღეს ვკითხე, თქვენთან ვინ დარეკა მკვლელობის შესახებ, პროკურორმა მითხრა, რომ ოთარ ბერძენიშვილმა დარეკა. მან მიაწოდა ინფორმაცია, რომ მკვლელობა მოხდა. როცა პოლიციამ მაგდა წაიყვანა, დაინახეს, რომ ის კაცი იმ დღეს უბანში იყო, თუმცა პროკურორმა მითხრა, რომ ის დაფიქსირებულია სხვაგან, ოჯახის წევრებთან ერთად. ხელს ვერავის დავადებ, თუმცა საეჭვოდ ჟღერს ეს ყველაფერი“,- განაცხადა ლია შამუგიამ.

მისივე თქმით, ბავშვის სურათი, რომელიც ურნიდან ამოიღეს, მისი შვილიშვილის არ აღმოჩნდა.

„ეს სურათი ჩემი თორნიკესი არ არის,სხვა ბავშვია, თანაც გოგო“, - ამბობს პაპიძის დედა.

შამუგია მაგდა პაპიძის გადაწყვეტილებასაც გამოეხმაურა, რომ მისი საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ და აღნიშნა, რომ პაპიძემ, ალბათ, სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

ამასთან, ლია შამუგია დარწმუნებულია, რომ მაგდა პაპიძეს შვილი არ მოუკლავს.

„მაგდა თავის შვილს არ მოკლავდა. რომელი დედა მოკლავს შვილს? რისთვის უნდა მოეკლა? გაოგნებული ვარ, ეს ბავშვის თემა ჭკუიდან მშლის. მე ვფიქრობ, მაგდა უდანაშაულოა, ვფიქრობ ეს მკვლელობა კაცის ხელითაა ჩადენილი. მაგდას დეენემი არ ემთხვევა ომარის ნაკაწრს. ისეთი დაზიანებები აქვს ბიჭს მიღებული, ამას გოგო ვერ იზავდა. იძახდნენ, რომ შეიძლება საძილე საშუალება ყოფილიყო სისხლში, მაგრამ ექსპერტმა დაამტკიცა, რომ სისხლში არ იყო საძილე საშუალება“, - განაცხადა ლია შამუგიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვენსმა უარი თქვა ნეთანიაჰუს მხარდაჭერაზე არჩევნებში, ტრამპის მხარდაჭერის მიუხედავად
ოსლოში შეხვედრაზე ვიტკოფი ზელენსკის თხოვს დათმოს უკრაინის ტერიტორიები პუტინისთვის - The New York Times
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი - ევროპა ოპოზიციის აკრძალვის შესახებ მოსმენების წინ, დააკვირდება ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას
დიდი ბრიტანეთი საუდის არაბეთში ჰუსიტების თავდასხმებისგან დასაცავად Typhoon-ის გამანადგურებლებს გაგზავნის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics