|
2026-03-27 14:10:38, 1277 ნახვა
პოლიტიკა
სასამართლოზე წარმოთქმული ფრაზის გამო ბაჩო ახალაიას ახალი ბრალი წარუდგინეს
სასამართლოზე წარმოთქმული ფრაზის - "ბიძინა უნდა დაემხოს" წარმოთქმის გამო, პროკურატურამ ბაჩო ახალაიას ხელისუფლების დამხობის მოწოდების ბრალდებით ბრალი წარუდგინა. "ბაჩო ახალიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარედგინა [მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ], რაც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - ვკითხულობთ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 16 თებერვალს ბაჩო ახალაიამ სასამართლო სხდომათა დარბაზში თქვა: "მივიჩნევ, რომ ეს ხელისუფლება დასამხობია, ეს ერთადერთი გზაა იმისთვის, რომ თავისუფლება მოვიპოვოთ. ჩვენ გვაქვს ვალდებულება, რომ ივანიშვილი დავამხოთ. მე გეუბნებით, ივანიშვილი დასამხობია... დასამალი არაფერია, ეს არის ჩემი მყარი პოზიცია და ყველა კეთილსინდისიერი მოქალაქის ვალდებულებაა, დაამხოს რუსი ხელისუფლება". იქამდე დეკემბრის თვეში თავდაცვის ყოფილ მინისტრს კიდევ ერთი ბრალდება წაუყენეს, მას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მუხლი 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბაჩო ახალაია 4 თვეა პატიმრობაში იმყოფება.
ადმინისტრაცია: კობახიძე მაკრონმა პარიზში, კოსმოსის საკითხებზე დაგეგმილ პირველ საერთაშორისო სამიტზე მიიწვია
ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარია
კიევზე რუსეთის მასშტაბურ სარაკეტო იერიშს, სულ მცირე, 12 ადამიანი ემსხვერპლა
საერთაშორისო გადახდები უფრო სწრაფი ხდება - თიბისის და Standard Chartered Bank-ის პარტნიორობა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)