|
2016-03-31 15:30:33, 1553 ნახვა
რეგიონი
აჭარას გაერო-სთან აკრედიტებული მუდმივი წარმომადგენლები სტუმრობენ
აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას გაერო-სთან აკრედიტებული მუდმივი წარმომადგენლები სტუმრობენ. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის იფნორმაციით, დელეგაციის შემადგენლობაში არიან კოსტა რიკის, ფიჯის, გვატემალას, ჰონდურასის, მალავის, პანამის, სიერა ლეონეს, ტანზანიის და ზამბიის მუდმივი წარმომადგენლები გაერო-სთან. მათივე ცნობით, ვიზიტის მიზანია საქართველოში არსებული ვითარების, მთავრობის მიერ გატარებული რეფორმებისა და ქვეყნის ეკონომიკური შესაძლებლობების ადგილზე გაცნობა. ვიზიტის ფარგლებში, მუდმივმა წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. სასტუმრო „შერატონ ბათუმში" უცხოელი დიპლომატებისთვის მოეწყო აჭარის ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალის ამსახველი პრეზენტაცია. სტუმრებმა ბათუმის ღირსშესანიშნავი ადგილები მოინახულეს.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)