|
2026-03-23 11:42:03, 4409 ნახვა
საზოგადოება
მოხევეებს უნდოდათ, თავისი საყვარელი პატრიარქი მოხევურად დაეტირათ და ვერ დაიტირეს - ტურაშვილი
მოხევეებს უნდოდათ, თავისი საყვარელი პატრიარქი მოხევურად დაეტირათ და ვერ დაიტირეს - ამის შესახებ "ტვ-პირველის" ეთერში მწარალმა დავით ტურაშვილა განაცხადა. მისი თქმით, საშვები მხოლოდ "ქართული ოცნების" წარმმადგენლებისთვის იყო და ხალხი საყვარელ პატრიარქთან გამომშვიდობების გარეშე დარჩა.
ხმით დატირების ტრადიციას დიდი ისტორია აქვს და საკრალური წარსულითაც ხასიათდება. ხმით დატირება,არამხოლოდ მთაში,მთელს საქართველოში გავრცელებული ტრადიცია იყო. პატრიარქი ხევსურეთის სოფელ სნოდან იყო, იგი დიდ დაპივს სცემდა ხევის წეს-ჩვეულებებს. ფშავური დატირება ღამეო, შენამც გენაცვლები, შენაც ჩემ ნაღველ გაგიგავის, ძალიან ბევრი გიტირებავ, ვარსკვლავნი ცრემლად დაგიღვრავის. გათენებაო, შენ გენაცვალე, შენც ჩემი დარდი გაგიგავის, მთის ყვავილებზე,ბალახებზე ცვარ–ნამის ცრემლი დაგიღვრავის ჩემ შვილს რად უნდა სამოსელი? ჩოხა გახადეთ გადაუგდეთ, მიწის სამოსელ შაუკერეთ, სარჩულად მოთქმა დაუდევით, ცრემლები ღილად დაუკერეთ, სამარეს პირი გაუკერეთ ჩემი ცრემლების ძაფებითა, ხავერდოვანი ბალახითა, სმარევ, პირი დაიბანე მწუხარე დედის ცრემლებითა, მიწაო, შვილი შემინახე შენ შემოგჩივი ვედრებითა. ხევსურული დატირება შენ შენფერნ გინდან მატირალნიო, შენის კაცობის დამფასავნიო, წვიმათოდენნი გინდან ცრემლნიო, მასკვლავთოდენნი სათვალავნიო.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)