|
2026-03-21 15:00:16, 5333 ნახვა
პოლიტიკა
გიგი უგულავა კობახიძის ვიზიტზე: მგლოვიარობის ჟამს უნგრეთში გამგზავრება უადგილოა
გიგი უგულავა ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის უნგრეთში ვიზიტს გამოეხმაურა. მისი თქმით, მაშინ როცა ერი მგლოვიარეა ილია მეორის გარდაცვალების გამო, კობახიძის ბუდაპეშტში გამგზავრება უადგილოა და ის უკავშირდება კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციას (CPAC), რომელსაც, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსიც დაესწრება. "ოცნების აშშ შეტენვის ოპერაცია გრძელდება. კობახიძე ამ მგლოვიარობის ჟამს უნგრეთში ჩავიდა. ალბათ ხვდებით რომ ორბანს ის არჩევნებში ვერ დაეხმარება. სიმართლე ისაა, ბუდაპეშტში კონსერვატორული კონფერენცია ტარდება. (CPAC) მას აშშ ვიცეპრეზიდენტი ვენსი დაესწრება. აი ნამდვილი მიზეზი თუ რატომ გავარდა უწმინდესის დამკრძალავი კომისიის თავმჯდომარე უნგრეთს. ბატონო ირაკლი, არ გამოვა ორთა ბატონთა მსახურება", - დაწერა უგულავამ სოციალურ ქსელში დღეს, ქართულიოცნების პრემიერ-მინისტრი ბუდაპეშტში ჩავიდა, სადაც უნგრეთის პრემიერ-მინისტრს ვიქტორ ორბანს შეხვდა. "პრემიერ-მინისტრი უნგრეთში დღეს მონაწილეობას მიიღებს კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში (CPAC). მთავრობის მეთაურის სიტყვით გამოსვლა კონფერენციაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დაეთმობა", - ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)