11:22 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-31 14:02:11, 588 ნახვა

საზოგადოება
"ლიბერთი ბანკის" ბრენდის დესპანებს სამი წარმატებული ახალგაზრდა შეემატა

ლიბერთი ბანკის სათაო ოფისში, ბანკის გენერალურმა დირექტორმა ალექსი ხოროშვილმა ბრენდის ახალი დესპანები წარადგინა: ნინო ხომერიკი-მოჭადრაკე, მზია ბებოშვილი-ძიუდოისტი და ელენე მიდელაშვილი-ასტრო ფიზიკოსი.

როგორც ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ალექსი ხოროშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ლიბერთი ბანკი მუდამ მზად არის ხელი შეუწყოს ნებისმიერ სფეროში მოღვაწე გამორჩეული მონდომებითა და ნიჭით დაჯილდოებულ ახალგაზრდებს დასახული მიზნების მიღწევაში.

„მოხარული ვარ წარმოგიდგინოთ ლიბერთი ბანკის ახალი დესპანები, უნიჭიერესი ადამიანები, რომლებიც მთელი შეგნებითა და კოლოსალური შრომით ცდილობენ წარმატების მიღწევას. თითოეული ნიჭიერი ახალგაზრდის გამარჯვება და წინსვლა ჩვენი ქვეყნის მომავალი წარმატების ისტორიაა და ამიტომ, ლიბერთი ბანკი მუდამ მზადაა ხელი შეუწყოს ნებისმიერ სფეროში მოღვაწე  გამორჩეული მონდომებითა და ნიჭით დაჯილდოებულ ახალგაზრდებს დასახული მიზნების მიღწევაში, იქნება ეს სპორტი, მეცნიერება თუ ხელოვნება“,-განაცხადა ალექსი ხოროშვილმა.

ცნობისთვის, ნინო ხომერიკი დაიბადა 1998 წლის 10 მარტს ქალაქ თბილისში. მამამისი, გიორგი ხომერიკი, საქართველოს დამსახურებული ჭადრაკის მწვრთნელი, 4 წლის ასაკიდან ყოველდღიურად წვრთნიდა მას  და 5 წლისას, უკვე აქტიურად დაიწყო სატურნირო გასვლები. ნინომ პირველი საჭადრაკო  სერიოზული წარმატება 2007 წელს მოიპოვა, როცა საქართველოს ჩემპიონი გახდა 10 წლის გოგონებს შორის, მას შემდეგ რეგულარულად იგებს საქართველოს ჩემპიონატებს, როგორც თავისი ასაკის, ისე 2 წლით ასაკის მონაწილეთა შორის. ასევე მუდმივად წარდგენილია  მსოფლიოსა და ევროპის პირველობათა ხუთეულში.

2012 წელს ხომერიკმა მსოფლიოს პირველობა სლოვენიაში მოიპოვა და ფიდეს ოსტატის წოდება მიენიჭა.  2014 წელს  ბათუმში ევროპის პირველობაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა, 2015 წელს ხორვატიაში ევროპის ჩემპიონი გახდა და  საერთაშორისო ოსტატის წოდება მიენიჭა, ვეიკ ან ზეეს საერთაშორისო ტურნირში  დიდოსტატის ბალიც შეასრულა, რამაც კიდევ ერთი დიდი წარმატება მოუტანა.

მზია ბებოშვილი დაიბადა 1998 წლის 9 ივლისს ქალაქ თელავში. 2011 წლიდან დაიწყო მისი წარმატებული კარიერა ძიუდოში. 2012 წელს გახდა საქართველოს  ჩემპიონი  და ასევე საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონი. 2013 წელს ჩაერთო ევროპის დონის შეჯიბრებებში და მიიღო მესამე ადგილი ევროპის ჩემპიონატზე. ამავე წელს გახდა საქართველოს ჩემპიონი უფროსი ასაკის მონაწილეთა შორის. 2014 წელს გახდა საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონი, ევროპის თასის მფლობელი და საქართველოს ჩემპიონი. 2015 წლის დასაწყისში  ევროპის ჩემპიონატის პირველი ადგილი აიღო, გახდა ევროპის თასის პრიზიორი საქართველოში  ჩატარებულ ოლიმპიური ფესტივალის შეჯიბრებაზე, ხოლო ამავე  წლის ბოლოს კი ოლიმპიური ჩემპიონი, შევიდა მსოფლიოსა და ევროპის რეიტინგის საუკეთესო სამეულში და დასახელდა „წლის აღმოჩენად“.

ელენე მიდელაშვილი დაიბადა 1993 წლის 3 დეკემბერს, თეთრი წყაროს რაიონის სოფელ საღრაშენში. სწავლობს მაგისტრატურის პირველ კურსზე, საბუნებისმეტყველო და საინჟინრო ფაკულტეტის, ფიზიკისა და ასტროფიზიკის მიმართულებით;  დამატებითი სპეციალობა ფსიქოლოგია. 2008 წელს პირველი ადგილი აიღო საქართველოს მასშტაბით გამართულ ქართული ენის ლინგვისტურ კონკურსში. 2009 წელს საქართველოს პრეზიდენტისგან დაჯილდოვდა, როგორც წარჩინებული მოსწავლე.  2013-2014 წლებში ელენე  სამეცნიერო-შემეცნებითი კონფერენციის „მომავალ ფიზიკოსთა ფესტივალის“ მონაწილე და სპეციალური პრიზის მფლობელი გახდა. 2015 წლიდან  ის  გახდ  თეორიული ფიზიკის ინსტიტუტისა და ფიზიკის მოყვარულთა კლუბის სამეცნიერო-შემეცნებითი კონფერენციის „მომავალ ფიზიკოსთა ფესტივალის“ საორგანიზაციო კომიტეტის წევრი. 2013 წლიდან მუშაობს, როგორც მკვლევარი, თეორიული ასტროფიზიკის ცენტრში, თეორიული ფიზიკის ინსტიტუტში, ასევე, როგორც ასისტენტ-მკვლევარი-შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის გრანტებში.

შეგახსენებთ, ამჟამად ლიბერთი ბანკს  ხუთი დესპანი ჰყავს. მათ შორის არიან ირაკლი ბოლქვაძე-მოცურავე და ნიკოლოზ ბასილაშვილი-საქართველოს საჩოგბურთო ნაკრების წევრი.

ლიბერთი ბანკი მუდმივ მზადყოფნაშია ნებისმიერ სფეროში, იქნება ეს სპორტი, მეცნიერება თუ ხელოვნება, აღმოჩინოს ახალგაზრდები, რომლებიც დაუღალავად შრომობენ წარმატებისთვის და ხელი შეუწყოს მათ პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაში.

( R) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics