01:53 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-31 13:55:53, 709 ნახვა

სამართალი
ბრალდების მხარე პაპიძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახ ცნობისა და ფოტოსურათების დაუშვებლობას ითხოვს

ბრალდების მხარემ მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის ადვოკატების  მიერ წარმოდგენილი  მტკიცებულებების დაუშვებლობასთან დაკავშირებით შუამდგომლობა დააყენა.

კერძოდ, პროკურატურის წარმომადგენლის განცხადებით, დაუშვებლად უნდა იქნას ცნობილი ბრალდებულ მაგდა პაპიძის ჯანმრთელობის მდგომარეობის ცნობა, რომელიც პაპიძის განცხადების საფუძველზე ( ფიზიკურ ძალადობაზე) პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდშია გაკეთებული, და ფოტოსურათები.

საუბარია დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ შემთხვევის ადგილის პირველადი დათვალიერების ფოტოებზე, რომელზეც სისხლის ლაქა არაა აღბეჭდილი.

მოსამართლეს აღნიშნულ შუამდგომლობაზე გადაწყვეტილება ჯერ არ გამოუცხადებია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics