10:59 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-31 13:29:12, 378 ნახვა

პოლიტიკა
დავით ბაქრაძის შეფასებით, ბოლო 25 წლის მანძილზე საზოგადოების ევროპული არჩევანი გამოიკვეთა

25 წელი შესრულდა იმ რეფერანდუმიდან, რომლის მიხედვითაც ქართველმა ხალხმა მხარი დაუჭირა ქვეყნის დამოუკიდებელი, სუვერენური განვითარების გზას, - ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრმა დავით ბაქრაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მინისტრის თქმით, საქართველომ კიდევ ერთხელ მკაფიო მხარდაჭერა მიიღო იმ მნიშვნელოვანი მაკონსოლიდირებელი მოვლენისა, რომელსაც ვიზალიბერალიზაცია ჰქვია.

"25 წელი შესრულდა იმ რეფერანდუმიდან, რომლის მიხედვითაც ქართველმა ხალხმა მხარი დაუჭირა ქვეყნის დამოუკიდებელი, სუვერენური განვითარების გზას. შესაბამისად, ვფიქრობ, თუ რაიმე მკაფიო გამოიკვეთა ამ პერიოდის განმავლობაში, ესაა ჩვენი მოსახლეობის ურყევი არჩევანი გააგრძელოს ევროპული და ევროატლანტიკური სვლა”, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა სწრაფი, დამსახურებული ვიზალიბერალიზაციის პროცესის დასრულება.

„ვფიქრობ, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებები მოვისმინეთ, განსაკუთრებით ევროპარლამენტის იურიდიულ საკითხთან კომიტეტის თავმჯდომარისგან, ასევე ევრონესტის თავმჯდომარისგან. ჩვენ კიდევ ერთხელ მივიღეთ მკაფიო მხარდაჭერა იმ მნიშვნელოვანი მაკონსოლიდირებელი მოვლენისა, რომელსაც ვიზალიბერალიზაცია ჰქვია. ვფიქრობ, რომ ბოლო დღეებმა დაადასტურა, რომ საქართველოს საზოგადოება ძალიან დიდი ყურადღებით ადევნებს თვალყურს თითოეულ სიტყვას, რომელიც ითქმება ევროპაში, ევროპელი ლიდერების მხრიდან”, - განაცხადა ბაქრაძემ.

მინისტრმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ ასეთი განცხადებები მომავალშიც მიმართული იქნება საქართველოს ევროპული არჩევანის მიმართ არსებული პოზიციების კონსოლიდირებისკენ, პროევროპული პოზიციების კონსოლიდირებისკენ და არა პოლარიზებისკენ.

„ჩვენ კიდევ ერთხელ მივიღეთ მკაფიო მხარდაჭერა ერვოპარლამენტარებისგან. ევროკომისის პოზიციები უცვლელია და დიდი იმედით ვუყურებთ იმ პროცესებს, რომელიც დაიწყო და გრძელდება, როგორც პარლამენტში ისე საბჭოში”, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დედაზე ძალადობდა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა, კაცი დააკავეს
სიზრანში დრონის თავდასხმამ საცხოვრებელი კორპუსის შესასვლელი ჩამოანგრია
ყაველაშვილი ასტანაში ტოკაევს შეხვდა
რუსმა პროპაგანდისტმა სალავიუვმა იტალიის პრემიერ მელონის, ძუკნა ქალი უწოდა, რომმა ელჩი დაიბარა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics