|
2026-03-19 11:18:36, 1738 ნახვა
საზოგადოება
რკინიგზა - 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისები დაემატება
საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისებს ამატებენ. "სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის პანაშვიდსა და დაკრძალვაზე ჩამოსვლის მსურველებს, საქართველოს რკინიგზა როგორც რეგულარული, ისე დამატებითი რეისებით უფასოდ გადაიყვანს." - ნათქვამია განცხადებაში. დამატებითი რეისების განრიგი შემდეგია:
თბილისიდან გასვლა: 21:00 ბათუმში ჩასვლა: 02:22 ბათუმიდან გამოსვლა: 08:45 თბილისში ჩამოსვლა: 13:44
თბილისიდან გასვლა: 09:10 ფოთში ჩასვლა: 14:45 ფოთიდან გამოსვლა: 17:20 თბილისში ჩამოსვლა: 22:54
თბილისიდან გასვლა: 18:30 ზუგდიდში ჩასვლა: 00:40 ზუგდიდიდან გამოსვლა: 08:35 თბილისში ჩამოსვლა: 14:44
რაც შეეხება სამგზავრო მატარებლების რეგულარულ განრიგს:
თბილისიდან გასვლა: 08:00 ბათუმში ჩასვლა: 13:12 ბათუმიდან გამოსვლა: 16:50 თბილისში ჩამოსვლა: 21:49
თბილისიდან გასვლა: 17:10 ბათუმში ჩასვლა: 22:22 ბათუმიდან გამოსვლა: 08:00 თბილისში ჩამოსვლა: 12:59
თბილისიდან გასვლა: 17:30 ფოთში ჩასვლა: 23:00 ფოთიდან გამოსვლა: 07:10 თბილისში ჩამოსვლა: 12:39
თბილისიდან გასვლა: 08:15 ზუგდიდში ჩასვლა: 14:25 ზუგდიდიდან გამოსვლა: 17:10 თბილისში ჩამოსვლა: 23:19
თბილისიდან გასვლა: 08:25 ოზურგეთში ჩასვლა: 15:37 ოზურგეთიდან გამოსვლა: 08:35 თბილისში ჩამოსვლა: 14:44
თბილისიდან გასვლა: 06:35 ბორჯომში ჩასვლა: 10:48 ბორჯომიდან გამოსვლა: 16:30 თბილისში ჩამოსვლა: 20:50
თბილისიდან გასვლა: 18:45 ბორჯომში ჩასვლა: 22:58 ბორჯომიდან გამოსვლა: 5:50 თბილისში ჩამოსვლა: 10:10
თბილისიდან გასვლა: 07:10 გარდაბანში ჩასვლა: 08:16 გარდაბნიდან გამოსვლა: 08:30 თბილისში ჩამოსვლა: 09:39
თბილისიდან გასვლა: 19:00 გარდაბანში ჩასვლა: 20:06 გარდაბნიდან გამოსვლა: 20:20 თბილისში ჩამოსვლა: 21:29 ბილეთების აღება შესაძლებელია საქართველოს რკინიგზის სალაროებში პირადობის დამადასტურებელი მოწმობის საფუძველზე. სამგზავრო რეისებზე ბილეთების გაცემა დღეს 17:00 საათიდან დაიწყება. კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს კვირას, 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ. სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ მეუფე იობმა განაცხადა, რომ სიონის ტაძარში დაკრძალვის სურვილი პატრიარქმა ახლობლებს დაუტოვა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)