19:32 - 20 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-18 15:20:59, 2491 ნახვა

პოლიტიკა
მეუფე ზენონი - ჩვენ გვქონდა საუბარი და პატრიარქმა თქვა, რომ მე დიდად ვნერვიულობ, რა იქნება ჩემს შემდეგო

ჩვენ გვქონდა საუბარი და პატრიარქმა თქვა, რომ მე დიდად ვნერვიულობ, რა იქნება ჩემს შემდეგო. ეს მაფიქრებს ძალიანო. პატრიარქმა იცოდა ჩემი ხასიათი, რომ მე ამას ვიტყვი - ერთი, რაც უნდა ითქვასო, ეს არის ის, რომ არც ხელისუფლება და არც არავინ ამაში [შემდეგი პატრიარქის არჩევაში] არ უნდა ჩაერიოს, ეს არის ჩემი სურვილიო. ასე იქნება! - ამის შესახებ წმინდა სინოდის დაწყებამდე, მთავარეპისკოპოსმა მეუფე ზენონ იარაჯულმა ჟურნალისტებს განუცხადა. 

 მეუფე ზენონის თქმით, მას არ აქვს მოლოდინი იმისა, რომ ახალი პატრიარქის არჩევაში ხელისუფლება ჩაერევა.

„მე დანამდვილებით შემიძლია ვთქვა ერთი რამ, რომ აუცილებელია, რომ ყოველგვარი გარე ჩარევის გარეშე მოხდეს [პატრიარქის არჩევა]. ჩვენი ქვეყანა გეოპოლიტიკურად ისეთ ადგილას მდებარეობს, რომ ვიღაც-ვიღაცებს შეიძლება ჰქონდეთ ამის სურვილი, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ საბჭოთა კავშირის შემდეგ ეს პირველი მომენტი დგება ცხოვრებაში და... მე გუშინ განვაცხადე, და ეს მარტო ჩემი აზრი არ იყო, პატრიარქმა მითხრა თავის დროზე, რომ მე ეს უნდა მეთქვა, რომ არავინ არ უნდა ჩაერიოს არჩევნებში და პატრიარქი უნდა აირჩიონ მღვდელმთავრებმა სრულიად თავიანთი გადაწყვეტილებით. [შესაძლო ჩარევა] არა, ხელისუფლებიდან არა. მე მაქვს ეს ინფორმაცია, რომ ეს შეცდომები არ იქნება დაშვებული. როგორ წარიმართება, ვინ საიდან ჩაერევა, ხელისუფლება შეიძლება არ იყოს და რაღაც უფრო სხვა რამ“, - განაცხადა მეუფე ზენონმა.

მისი თქმით, მას პატრიარქმა რამდენიმე წლის წინ უთხრა, რომ ახალი პატრიარქის არჩევაში არავინ უნდა ჩაერიოს.

„როცა მოსაყდრის თემა იდგა, რომელი წელი იყო არ ვიცი. გუშინ მე გავიხსენე ეპიზოდი, რომ ჩვენ გვქონდა საუბარი და მან თქვა, რომ მე დიდად ვნერვიულობ, რა იქნება ჩემს შემდეგო. ეს მაფიქრებს ძალიანო. პატრიარქმა იცოდა ჩემი ხასიათი, რომ მე ამას ვიტყვი - ერთი, რაც უნდა ითქვასო, ეს არის ის, რომ არც ხელისუფლება და არც არავინ ამაში არ უნდა ჩაერიოს, ეს არის ჩემი სურვილიო. ასე იქნება!" - განაცხადა მეუფე ზენონმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი - ევროპა ოპოზიციის აკრძალვის შესახებ მოსმენების წინ, დააკვირდება ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას
დიდი ბრიტანეთი საუდის არაბეთში ჰუსიტების თავდასხმებისგან დასაცავად Typhoon-ის გამანადგურებლებს გაგზავნის
პენიტენციური ამტკიცებს რომ დავით ფეიქრიშვილმა მინები ჩაამტვრია და თვითდაზიანება სცადა, პატიმრებს დეზორგანიზაციისკენ მოუწოდებდა
ივანიშვილის წარმომადგენელი კობახიძე ოპოზიციურ პარტიებს ჰიტლერს ადარებს და მათი აკრძალვის აუცილებლობაზე საუბრობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics