|
2026-03-17 14:58:00, 1946 ნახვა
პოლიტიკა
გიუნტერ კრიხბაუმი: უკუსვლა, რასაც ახლა საქართველოში ვხედავთ, სამწუხაროა
გერმანიის ევროპის საქმეთა სახელმწიფო მინისტრმა გიუნტერ კრიხბაუმიმ ევროსკოპთან საუბრისას განაცხადა, რომ საქართველო ადრე ბევრად წინ იყო ევროპული ინტეგრაციის გზაზე, თუმცა დღეს აშკარა უკუსვლა შეინიშნება. მინისტრმა ევროსკოპთან აღნიშნა, რომ ქვეყნის ევროპული მომავალი თავად საქართველოზეა დამოკიდებული. "სამწუხაროდ, საქართველო გაცილებით წინ იყო და ეს უკუსვლა, რასაც ახლა საქართველოში ვხედავთ, სამწუხაროა. განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობისთვის, რადგან ისინი მოუთმენლად ელიან ევროპას და ევროკავშირს. მაგრამ, როგორც იცით, ბოლო ანგარიშში, რომელიც მარტა კოსმა წარადგინა, თქვა, რომ საქართველო კანდიდატი ქვეყანა მხოლოდ ქაღალდზეა. ასე რომ, საქართველოზეა დამოკიდებული, წინ წავიდეს და ევროკავშირის მიმართულებით იაროს. სწორედ ამ მიზნისთვის აუცილებელია ევროპული ღირებულებების, დემოკრატიის, თავისუფლების, პრესის თავისუფლების, აზრის თავისუფლების გაზიარება და სამწუხაროდ, ეს საქართველოში გარანტირებული აღარ არის", - თქვა გიუნტერ კრიხბაუმიმ.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)