|
2026-03-17 13:18:50, 1313 ნახვა
საზოგადოება
Young Lions Georgia 2026 - შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
შემოქმედებითი ინდუსტრიის ყველაზე პრესტიჟულ კონკურს - კანის ლომების ახალგაზრდულ ფესტივალს - საქართველო წელს 21-30 მარტს, უმასპინძლებს. საქართველოში შემოქმედებითი ინდუსტრიის გასაძლიერებლად და ახალგაზრდა ტალანტების აღმოსაჩენად თიბისი, ტრადიციულად, ჩვენს ქვეყანაში „კანის ლომების“ მხარდამჭერი და კონკურსში მარკეტერის კატეგორიის წარმდგენია. ფესტივალის მიზანი ახალგაზრდა შემოქმედებითი პროფესიონალების აღმოჩენა და მათთვის საერთაშორისო სცენაზე საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის შესაძლებლობაა. კონკურსი ხუთ კატეგორიაში - Print, Film, Digital, Marketer, PR ჩატარდება და განკუთვნილია, როგორც კრეატიული სააგენტოების თანამშრომლებისთვის, ასევე სტუდენტებისთვის და სხვადასხვა კომპანიებში დასაქმებული შემოქმედებითი გუნდებისთვის. გამარჯვებული გუნდები, საქართველოს სახელით, საფრანგეთის ქალაქ კანში, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ შემოქმედებით ფესტივალზე იასპარეზებენ. შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის წელს, კვლავ გაიცემა ნიკა გუჯეჯიანის სახელობის საპატიო ჯილდო. თიბისი ათწლეულებია მხარს უჭერს ინიციატივებს, რომლებიც ახალ თაობას საკუთარი პოტენციალის აღმოჩენაში ეხმარება, აძლიერებს მათ თვითდაჯერებას და ხელს უწყობს შემოქმედებითი უნარების განვითარებას. სწორედ ამიტომ, ბრენდი თავად ქმნის და პარტნიორებთან ერთად ახორციელებს პროექტებს, რომლებიც საქართველოში შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარებას უწყობს ხელს, ახალ თაობას საერთაშორისო გამოცდილების მიღების შესაძლებლობას აძლევს და მათი პროფესიული განვითარების გაღრმავებას ემსახურება.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)