11:22 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-31 12:24:37, 644 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის სამინისტრომ სამეგრელოს რეგიონში 6 ყოფილი პატიმრის ბიზნესიდეა დააფინანსა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორი ირაკლი ხელაძე რეგიონებში ყოფილ პატიმართა ბიზნესგრანტების კონკურსში გამარჯვებულ ბენეფიციარებთან შეხვედრებს  განაგრძობს.

დანაშაულის პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ირაკლი ხელაძე სამეგრელოს რეგიონს ესტუმრა, სადაც იუსტიციის სამინისტროს დაფინანსებით 6  ყოფილმა პატიმარმა საკუთარი ბიზნესსაქმიანობა დაიწყო. მათ შორის, აკაკი კოროშინაძემ ზუგდიდის რაიონის სოფელ ორულუში იჯარით აღებულ 2 ჰექტარ მიწის ფართობზე ჰოლადიური ჯიშის კარტოფილი დათესა. მან გრანტის სახით 4800 ლარი მიიღო. ივნისის თვეში 30-დან 45 ტონამდე მოსავალს ელოდება. აკაკი კოროშინაძე „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის“ ბენეფიციარია, რომელსაც იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ახორციელებს. ამავე პროგრამის ბენეფიციარია ბორის ფიფია, რომელმაც გრანტის სახით მიღებული 3600 ლარით მეფუტკრეობის მეურნეობა გააფართოვა. გარდა ამისა, რამდენიმე ყოფილმა პატიმარმა სამეგრელოს რეგიონში საგრანტო თანხით მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი იყიდა და საოჯახო მეურნეობა გააძლიერა.

იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროექტი - „ყოფილ პატიმართა ბიზნესინიციატივების მხარდაჭერა" - მეოთხე წელია წარმატებით მიმდინარეობს. მსგავსი წარმატებული ისტორიების გათვალისწინებით  საგრანტო კონკურსის თანხა ყოველწლიურად იზრდება და უფრო მეტ ყოფილ პატიმარს შეუძლია საკუთარი ბიზნესიდეის განხორციელება. 2013-2016 წლებში, ქვეყნის მასშტაბით, სულ 43 ყოფილი პატიმრის 42 ბიზნესიდეა დაფინანსდა.

„ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის“ ბენეფიციარების ბიზნესინიციატივები სამი მიმართულებით იყოფა: სოფლის მეურნეობა, წარმოება და მომსახურება. უახლოეს ხანში, იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროექტები კიდევ 149 ათასი ლარით დაფინანსდება. 100 ათასი ლარი აღმოსავლეთ საქართველოში მცხოვრებ ყოფილ პატიმრებზე განაწილდება, 49 ათასი კი - დასავლეთ საქართველოში. ინდივიდუალური ბიზნესინიციატივები   500-დან 5 ათასი ლარის ოდენობით ფინანსდება.

როგორც ცნობილია, „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა" 2012 წლის ბოლოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით შეიქმნა. მისი მიზანია სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობა, მათი დაბრუნება საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად. ყოფილ პატიმრებზე სახელმწიფო მზრუნველობა საზოგადოების განმეორებითი დანაშაულისაგან დაცვის წინაპირობაა. პროგრამა მიმდინარეობს თბილისში, გორში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics