|
2026-03-17 12:57:42, 1658 ნახვა
პოლიტიკა
მედია: ისრაელმა ირანის მაღალჩინოსან ალი ლარიჯანზე იერიში მიიტანა, უცნობია მისი მდგომარეობა
The Times of Israel ისრაელის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ დღეს ღამით ისრაელის არმიამ იერიშების ფარგლებში ირანის რეჟიმის უზენაესი საბჭოს მდივანი ალი ლარიჯანი მიზანში ამოიღო. ოფიციალური პირების თანახმად, ჯერჯერობით უცნობია, დაიღუპა თუ დაიჭრა იერიშის შედეგად ალი ლარიჯანი. ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) გენშტაბის უფროსმა დღეს დილით თქვა, რომ ღამის განმავლობაში "ლიკვიდაციის მხრივ, მნიშვნელოვანი მიღწევები შეინიშნებოდა, რასაც აქვს პოტენციალი, გავლენა მოახდინოს კამპანიის მიღწევებსა და IDF-ის მისიაზე". მედია წერს, რომ გენერალ-ლეიტენანტმა ეიალ ზამირმა ეს განცხადება ალი ლარიჯანზე იერიშთან დაკავშირებით გააკეთა. The Times of Israel წერს, რომ ალი ლარიჯანი მოკლული აიათოლა ალი ხამენეის უახლოესი პირი იყო. ის ირანელი მაღალჩინოსანია, რომელიც 10 მარტს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სიკვდილით დაემუქრა. მედია თავდაცვის წყაროებზე დაყრდნობით ასევე წერს, რომ ირანში განხორციელებულმა ბოლო საჰაერო დარტყმებმა მიზანში სხვა მაღალი რანგის წარმომადგენლებიც ამოიღო, მათ შორის ღაზის სექტორში მოქმედი ტერორისტული ორგანიზაციის, ისლამური ჯიჰადის ლიდერი, აკრამ ალ-აჯური.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)