09:22 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-31 12:09:59, 641 ნახვა

პოლიტიკა
„რესპუბლიკელები“ საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებენ მონაწილეობას

„რესპუბლიკური პარტია საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება დამოუკიდებლად, ინდივიდიალურ რეჟიმში. ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს რესპუბლიკური პარტიის დაუყოვნებლივ გასვლას კოალიციიდან“, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, აღმასრულებელ ხელისუფლებას ეტაპობრივად, საკუთარი სურვილით ან პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით დატოვებენ.

„რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის 27 მარტის გადაწყვეტილებით, რომლის გასაჯაროებაც დაყოვნდა პრემიერ-მინისტრის თხოვნით, იმისათვის, რომ კოალიცია მომზადებულიყო ახალი პოლიტიკური რეალობისთვის.

საქართველოს რესპუბლიკური პარტია საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება დამოუკიდებლად, ინდივიდიალურ რეჟიმში. ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს რესპუბლიკური პარტიის დაუყოვნებლივ გასვლას კოალიციიდან, საპარლამენტო უმრავლესობიდან, მთავრობიდან და ადგილებზე საკრებულოების უმრავლესობიდან. ჩვენ ამ საკითხებს გადავწყვეტთ ეტაპობრივად და ეს დამოკიდებული იქნება შემდეგ ფაქტორებზე:

სამთავრობო თანამდებობებს დავტოვებთ მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის ან პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილების გამო, და არავითარ შემთხვევაში ოკუპანტი ქვეყნის ადგილობრივი სტალინელების, ვიდეოშანტაჟისტების, ან ანტინატოელების ულტიმატუმების ფონზე. ჩვენი შემდგომი თანამშრომლობა დამოკიდებული იქნება პარტია „ქართული ოცნების“ დაანონსებულ განახლებაზეც, მაგრამ ჩვენი თანამშრომლობა ნამდვილად ვერ იქნება შესაძლებელი, თუ პოლიტიკური დღის წესრიგის განმსაზღვრელი კვლავ იქნება თავისუფალ რეჟიმში მოქმედი ინდივიდების საჯარო განცხადება.

ჩვენ ვეცდებით, რომ ჩვენი ნაბიჯებით არ გაჩნდეს შეკითხვები ქვეყნის სტაბილურობასა და ხელისუფლების კურსთან დაკავშირებით", - განაცხდა პარტიის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, მინისტრები ეროვნული ინტერესების შესაბამისად გააგრძელებენ მუშაობას, თუმცა პარლამენტში პრიორიტეტი პარტიულ ინტერესებზე გაკეთდება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საკითხი შეიძლება წინასწარ იყოს შეთანხმებული უმრავლესობაში.

„რესპუბლიკელი“ მინისტრები მთავრობაში ყოფნის პერიოდში პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით გააგრძელებენ პარლამენტის მიერ დამტკიცებული საპარლამენტო პროგრამების შესრულებას, მაგრამ პარლამენტში ვითარება იქნება პირიქით - ფრაქცია რესპუბლიკელები იხელმძღვანელებს პარტიული პოლიტიკური პრიორიტეტებით გარდა გარკვეული საკითხებისა, რომლებიც შესაძლოა წინასწარ შეთანხმდეს უმრავლესობის რეჟიმში“, - განაცხადა სამნიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის მიერ ნავთობის წარმოების დაზიანების ან განადგურების შემდგომ, რუსეთი ბენზინის წარმოების სახელმწიფო დაგეგმვის სისტემას აღადგენს
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics