|
2026-03-15 20:34:09, 3359 ნახვა
პოლიტიკა
სანქცირებული ტელეკომპანია „იმედის“ სამეთვალყურეო საბჭოში ახალი წევრები ირიცხებიან.
სანქცირებული ტელეარხ „იმედი TV“-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, მაკა ლომიძემ, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს ახალი წევრების რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართა. დოკუმენტის თანახმად, ახალმა სამეთვალყურეო საბჭომ თავმჯდომარედ ირაკლი ჩიხლაძე, ხოლო მოადგილედ - ნათია სონღულაშვილი აირჩია. ტელეკომპანიის განახლებულ სამეურვეო საბჭოში შვიდი ახალი წევრია: სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეა გადაცემა „იმედის კვირის“ წამყვანი და ტელეკომპანიის აქციების 10%-ის მფლობელი ირაკლი ჩიხლაძე. ნათია სონღულაშვილი, „იმედის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, ტელეკომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და ტელეკომპანიის მფლობელი კომპანიის აქციების 10%-ის მფლობელი. მაგდალინა ანიკაშვილი, გადაცემების „იმედი LIVE“ და „Pryamoy Efir“ (პირდაპირი ეთერი) წამყვანი. მარიამ ლომიძე, ტელეკომპანიის აღმასრულებელი დირექტორი. ის არის ქართული მედია საპროდიუსერო ჯგუფის, „იმედის“ დირექტორი და მისი აქციების 10%-ის მფლობელი. ვასილ კალანდარიშვილი „იმედის“ ფინანსური დირექტორი და ტელეკომპანიის 10%-იანი წილის მფლობელია. მაია ჩიგოშვილი „იმედის“ პროგრამების დირექტორი და ტელეკომპანიის საკუთრებაში არსებული კომპანიის 10%-იანი წილის მფლობელია. ილია მიქელაიშვილი „იმედის“ აქციების 50%-ის მფლობელია.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)