09:22 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-30 18:35:24, 375 ნახვა

პოლიტიკა
TDI იზორიას განცხადებაზე: მსგავსი შინაარსის განცხადებები ქსენოფობიური პოლიტიკის დეკლარირებაა

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი [TDI] ლევან იზორიას ქსენოფობიურ განცხადებას ეხმაურება. განცხადებაში ნათქვამია, რომ მსგავსი შინაარსისა და რიტორიკის განცხადებები საჯარო მოხელის, მაღალი თანამდებობის პირის მიერ ქსენოფობიური პოლიტიკის დეკლარირებაა.

"ექსპრესნიუსი" ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: 

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ლევან იზორიამ, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, იურიდიულ საკითხთა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საგანმანათლებლო სისტემაში უსაფრთხოებისა და ე.წ. „ოდეერის“ საკითხზე მსჯელობისას განაცხადა: "როდესაც უცხო ქვეყნიდან, მათ შორის ისეთი ქვეყნებიდან, სადაც ძალიან ფეხი მოიკიდა ტერორიზმმა, არიან სტუმრად სტუდენტები, საინტერესოა, რა მიზნით არიან, რა სპეციფიკით, რა განზრახვებით არიან ჩამოსულები?”.  იზორიას თქმით, როცა ის ამბობს, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ უნდა იყოს ე.წ. „ოდეერი", ეს არ ნიშნავს, რომ ეს სივრცე უსაფრთხო და დაცულია.

მიგვაჩნია, რომ მსგავსი შინაარსისა და რიტორიკის განცხადებები საჯარო მოხელის, მაღალი თანამდებობის პირის მიერ ქსენოფობიური პოლიტიკის დეკლარირებაა.

უცხოელი სტუდენტების, მათი  რელიგიური, ეთნიკური, რასის, კანის ფერის, მოქალაქეობის ნიშნით სახელმწიფო უშიშროებისთვის პოტენციურ საფრთხედ აღქმა, მით უმეტეს პოლიტიკური თანამდებობის პირის მხირდან ამ გარემოების საჯაროდ გაცხადება დისკრიმინაციულ გარემოს ქმნის; შუღლის გაღვივების, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის წახალისების მაღალ რისკს შეიცავს და დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპებს ეწინააღმდება.

დამაფიქრებელი და საგანგაშოა ასევე ის გარემოებაც, რომ იზორიას განცხადება ბოლო პერიოდში სხვა მაღალი თანამდებობის პირის მიერ გამოხატულ თითქმის იდენტური შინაარსის პოზიციას იმეორებს. 
1 მარტს, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უშიშროების ოფიცრის არსებობა კონტრსადაზვერვო ფუნქციებით გაამრთლა და აღნიშნა, რომ ეს ინსტიტუტი უცხოელი სტუდენტებისგან ადგილობრივი სტუდენტების ტერორისტულ ორგანიზაციებში გაწევრიანების საფრთხის თავიდან არიდებას ემსახურებოდა.

აქედან გამომდინარე, ქსენოფობიური დამოკიდებულება და უცხოელი სტუდენტების საფრთხედ წარმოჩენა, შესაძლოა, ხელისუფლების სწორედ გააზრებულ პოლიტიკას წარმოადგენდეს.

TDI გმობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის, ლევან იზორიას პოზიციას და მოუწოდებს მას მოიხადოს ბოდიში.

ასევე მოუწოდებს, ზოგადად, საქართველოს ხელისუფლებას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გამოიჩინოს მრავალფეროვნებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისადმი და პოლიტიკა ამ კუთხით, კონსტიტუციით აღიარებული და გარანტირებული თანასწორუფლებიანობის პრინციპებზე დაყრდნობით წარმართოს." - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის მიერ ნავთობის წარმოების დაზიანების ან განადგურების შემდგომ, რუსეთი ბენზინის წარმოების სახელმწიფო დაგეგმვის სისტემას აღადგენს
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics