2016-03-30 18:34:54, 568 ნახვა
საზოგადოება
ლადო პაპავა: გადადგომის გადაწყვეტილება უნივერსიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე მივიღე
„გადადგომის გადაწყვეტილება უნივერსიტეტის ინტერესებიდან გამომდინარე მივიღე“, - ამის შესახებ თსუ-ს ყოფილმა რექტორმა ლადო პაპავამ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არ უკავშირდება სტუდენტების შიმშილობის აქციას.
„არის გარკვეული, ამის უკან მდგარი ფაქტორები, რომელზე საუბარსაც მე არ ვაპირებ. გააზრებული და გაანალიზებულია სხვადასხვა პროცესები და მივიღე გადადგომის გადაწყვეტილება“, - განაცხადა პაპავამ და დასძინა, რომ გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება პირადად მიიღო.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან