09:22 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-30 17:30:20, 372 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი ვაშინგტონში ბირთვული უსაფრთხოების სამიტის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ვაშინგტონში ბირთვული უსაფრთხოების სამიტის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას.

როგორც „ექსპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, „ბირთვული უსაფრთხოების სამიტი - 2016"  31 მარტს დაიწყება და 1 აპრილს ერთობლივი კომუნიკეს მიღებით დასრულდება.

ს მარგველაშვილი თეთრ სახლში  აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას სახელით მსოფლიო ლიდერებისათვის გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრება და სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.

ბირთვული უსაფრთხოების სამიტს 52 ქვეყნის წარმომადგენლები დაესწრებიან - მათ შორის იაპონიის,  ჩინეთის, კორეის, საუდის არაბეთის, თურქეთის,  დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, პოლონეთის  სახელმწიფოს ლიდერები, ასევე  საერთაშორისო ორგანიზაციების - ინტერპოლის, გაეროს, ევროკავშირის და  ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლები.   სამიტს აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა გახსნის.

სამიტის მიზანი ბირთვული უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ინსტიტუტებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის მრავალმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებაა.

აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გიორგი მარგველაშვილის სამუშაო შეხვედრები დღეს დაიწყება.

საქართველოს პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს ვაშინგტონში ნატოსა და უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე  სამთავრობო  და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებთან, რამსფელდის ფონდის პრეზიდენტთან.

დაგეგმილია გიორგი მარგველაშვილის სიტყვით გამოსვლა ატლანტიკურ საბჭოში და ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის უნივერსიტეტში. ასევე დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან.

ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე საქართველოს პრეზიდენტის დელეგაციაში შედიან: პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი  გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე  დავით ზალკალიანი, გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ბითაძე, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსი ვასილ გედევანიშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალურ დავალებათა სამსახურის უფროსი არჩილ ფავლენიშვილი და საქართველოს ელჩი აშშ-ში არჩილ გეგეშიძე.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის მიერ ნავთობის წარმოების დაზიანების ან განადგურების შემდგომ, რუსეთი ბენზინის წარმოების სახელმწიფო დაგეგმვის სისტემას აღადგენს
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics