2016-03-30 17:25:48, 515 ნახვა
საზოგადოება
სოფელ იორმუღანლოში რიგით 34-ე საზოგადოებრივი ცენტრი შენდება
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოში რიგით 34-ე საზოგადოებრივი ცენტრი შენდება. სოფელი საგარეჯოდან 33 კილომეტრში, ივრის ზეგანზე მდებარეობს.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ცნობით, მალე ადგილობრივი მოსახლეობა შეძლებს, მიიღოს 200-ზე მეტი საჯარო და კერძო მომსახურება სოფლიდან გაუსვლელად. ასევე, უფასო ინტერნეტით, საკონფერენციო დარბაზითა და ბიბლიოთეკით ისარგებლოს.
საზოგადოებრივ ცენტრში კომფორტულ გარემოში მოსახლეობა მარტივად შეძლებს დაბადების მოწმობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიღებას; ქონების, მიწის რეგისტრაციას და სხვა.
საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა ეტაპობრივი პროცესია.
ამჟამად, საქართველოს მასშტაბით 33 მათგანი ფუნქციონირებს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან