20:39 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-04 09:55:35, 1067 ნახვა

მსოფლიო
Axios: არაბთა გაერთიანებული საემიროები ირანის სარაკეტო ობიექტებზე დარტყმების განხორციელებას განიხილავენ

არაბთა გაერთიანებული საამიროები განიხილავს სამხედრო დარტყმებს ირანის სარაკეტო პოზიციებზე, მისი ტერიტორიის მასიური დაბომბვის საპასუხოდ, იტყობინება Axios, დისკუსიებთან დაკავშირებულ წყაროზე დაყრდნობით.

„არაბთა გაერთიანებული საამიროები განიხილავს ირანის წინააღმდეგ აქტიური თავდაცვითი ზომების მიღებას. მიუხედავად იმისა, რომ ისინი არანაირად არ იყვნენ ჩართულნი ომში, მათ მაინც 800-ჯერ დაარტყნენ“, - განმარტა წყარომ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსოფლიოში არცერთი ქვეყანა არ უგულებელყოფს თავდაცვის პოზიციის გადახედვის აუცილებლობას ასეთ ვითარებაში.

ახლო აღმოსავლეთში აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროები ირანის მხრიდან ყველაზე მეტ თავდასხმას განიცდიან - ისრაელზე მეტსაც კი, იტყობინება Axios. არაბთა გაერთიანებული საამიროების თავდაცვის სამინისტროს 3 მარტს გავრცელებული განცხადების თანახმად, ირანმა ქვეყნის მიმართულებით 186 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა: 172 ჩაჭრეს, 13 ზღვაში ჩავარდა და ერთი არაბთა გაერთიანებული საამიროების ტერიტორიაზე დაეცა. ირანმა ასევე 812 დრონით თავდასხმა განახორციელა არაბთა გაერთიანებული საამიროების წინააღმდეგ, რომელთაგან 755 ჩაჭრეს და 57 სამიზნეს მიაღწია. თავდასხმების შედეგად სამი უცხოელი დაიღუპა და დაახლოებით 70 დაშავდა.

თავდაცვის სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები „იტოვებს სრულ უფლებას, უპასუხოს ამ ესკალაციას და მიიღოს ყველა საჭირო ზომა თავისი ტერიტორიის, მოქალაქეებისა და მაცხოვრებლების დასაცავად“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გრიგოლ ბესელია, მზია ამაღლობელის საქმის მოწმე, შსს-ს თანამშრომელი აღარაა
საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა
მეუფე ნიკოლოზი - გადაწყდა, რომ გაფართოებული კრება სამების ტაძარში ჩატარდება
სინოდის მომდევნო სხდომა 24 აპრილს გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics