|
2026-03-03 14:28:48, 1635 ნახვა
პოლიტიკა
საბერძნეთში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, ის ჯაშუშურ საქმიანობაშია ეჭვმიტანილი
Reuters წერს, რომ საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე მდებარე აშშ-ის საზღვაო ბაზაზე ჯაშუშურ საქმიანობაში ეჭვმიტანილი პირი დააკავეს, რომელიც საქართველოს მოქალაქეა. Reuters წერს, რომ ეს ბაზა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონში აშშ-სთვის სტრატეგიული მნიშვნელობისაა და იქ განთავსებულია საბერძნეთის, აშშ-ისა და NATO-ს სამხედრო ობიექტები. ბაზას ცოტა ხნის წინ, მარაგების შესავსებად, აშშ-ის ავიამზიდი Gerald R. Ford ეწვია, შემდეგ კი ის ახლო აღმოსავლეთისკენ გაემგზავრა. გამოცემის ცნობით, ეჭვმიტანილი კაცი ათენის აეროპორტში ქვეყნის დაზვერვის სამსახურის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დააკავეს. ოფიციალური პირების თანახმად, საბერძნეთის ხელისუფლებამ საქმეზე გამოძიება დაიწყო. მათივე ცნობით, მიმდინარეობს მტკიცებულებების შესწავლა. ეჭვმიტანილის ტელეფონში აშშ-ის ავიამზიდის ფოტოები იპოვეს და ამჟამად ხელისუფლება მობილური აპლიკაციის საშუალებით ირანში მყოფ პირთან მის შესაძლო კავშირებს იძიებს. კაცი საბერძნეთში გერმანიიდან 3 თებერვალს ჩავიდა და საზღვაო და საჰაერო ძალების ბაზასთან მდებარე სასტუმროში ცხოვრობდა. მას წაყენებულ ბრალდებებთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია. ცნობისთვის, აღნიშნულ ბაზაზე უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა მას შემდეგ, რაც ისრაელმა და აშშ-მა შაბათს ირანზე იერიშები მიიტანეს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას რუსოფობიის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა
რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებული რეგიონებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საფასურს ცხრაჯერ შეამცირებს
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)