|
2026-03-01 10:59:03, 4759 ნახვა
სამართალი
ადამიანი შუშის ნატეხით სახეში დაჭრა და მძიმე დაზიანება მიაყენა - პოლიციამ არასრულწლოვანი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით - 2011 წელს დაბადებული ნ.მ. დააკავეს. “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თემქის დასახლებაში მდებარე პარკში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე - 2008 წელს დაბადებულ მ.ჭ-ს შუშის ნატეხით სახის არეში მძიმე დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით მ.ჭ. კლინიკაში გადაიყვანეს. ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ნ.მ. ბრალდებულის სახით დააკავეს”. - წერს შსს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)