|
2026-02-28 11:12:45, 4094 ნახვა
სამართალი
პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით 2 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით - 1997 წელს დაბადებული რ.ც. და წარსულში ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 1968 წელს დაბადებული თ.ნ. დააკავეს. სამართალდამცველების მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა წინასწარ შეთანხმებით, ჯგუფურად, თბილისში მდებარე ერთ-ერთ ბინაში უკანონოდ შეაღწიეს და დიდი ოდენობით თანხას - 80 000 ლარს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პოლიციამ რ.ც. და თ.ნ. ბრალდებულის სახით დააკავა. ნივთმტკიცებად ამოღებულია სავარაუდოდ ნაქურდალი თანხით შეძენილი ავტომობილი, მობილური ტელეფონები და ფული. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ტრამპს ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან შეხვედრა შემოდგომაზე სურს
შეერთებულმა შტატებმა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)