00:03 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-27 14:18:05, 1235 ნახვა

პოლიტიკა
თსუ-ის პროფესორი: რეფორმის ფარგლებში, 120-კრედიტიანი სამაგისტრო პროგრამების ჩამონათვალში ფსიქოლოგია არ ფიგურირებს

ფსიქოლოგი, თსუ-ის პროფესორი, მარინე ჩიტაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, მინისტრის ბრძანებით 120-კრედიტიანი სამაგისტრო პროგრამების ჩამონათვალში არ ფიგურირებს ფსიქოლოგია.

მისივე თქმით, ეს ნიშნავს, რომ ფაქტობრივად, ისპობა შესაძლებელობა რომ საქართველოში მომზადდეს ფსიქოლოგის კვალიფიკაციის მქონე ადამიანი.

108 წლის შემდეგ თხოვნის დაწერა გვჭირდება ხელისუფლებისადმი რომ არ გააუქმონ ფსიქოლოგია, როგორც კვალიფიკაცია, - წერს თსუ-ის პროფესორი.

ფსიქოლოგებს!

მიმდინარე რეფორმის ფარგლებში მინისტრის ბრძანებით 120 კრედიტიანი სამაგისტრო პროგრამების ჩამონათვალში არ ფიგურირებს ფსიქოლოგია. ეს ნიშნავს, რომ ფაქტობრივად, ისპობა შესაძლებელობა რომ საქართველოში მომზადდეს ფსიქოლოგის კვალიფიკაციის მქონე ადამიანი. მინიმალური მოთხოვნა ფსიქოლოგის კვალიფიკაციისათვის არის 5--6 წელი.

ვფიქრობ, მივმართოთ სამინისტროს და ბატონ მინისტრს, რომ მის ბრძანება #20/ნ 20-02-2026 შევიდეს ცვლილება ფსიქოლოგია შეიტანონ 120 კრედიტიან სამაგისტრო ჩამონათვალში.

ეს მიმართვა ეხება ყველას უკლებლივ. გთხოვთ, მოწონებით დაადასტუროთ რამდენი იქნებით მზად რომ მივმართოთ სამინისტროს.

პ.ს. ვწერ და მე თვითონ არ მჯერა, 1918 წელს დაარსებულ პირველ ქართულ თავისუფალ უნივერსიტეტში ფსიქოლოგიაც დაარსდა და ისწავლებოდა, ეს მაშინ როდესაც მთელ მსოფლიოში სულ 30-მდე უნივერსიტეტში ხდებოდა ფსიქოლოგიის სწავლება. 108 წლის შემდეგ თხოვნის დაწერა გვჭირდება ხელისუფლებისადმი რომ არ გააუქმონ ფსიქოლოგია, როგორც კვალიფიკაცია.

'ვის შევჩივლო, რუსთაველი მკვდარია',- წერს ჩიტაშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics