19:20 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-30 14:49:32, 913 ნახვა

მსოფლიო
EguptAir-ის ლაინერის გამტაცებელს 8 დღიანი წინასწარი პატიმრობა მიესაჯა

კვიპროსის სასამართლომ EguptAir-ის კუთვნილი სამგზავრო ლაინერის გამტაცებელ საიფ მუსტაფას 8დღიანი დაკავების გადაწყვეტილება მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მას სავარაუდოდ, გატაცების და კიდევ რამდენიმე მუხლით ელის გასამართლება.

აღსანიშნავია, რომ დაკავებულს კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა სამარტალდამცველების ინფორმაციით მას შესაძლოა ფსიქიკური აშლილობა ჰქონდეს და აცხადებენ, რომ ჩადენილი დანაშაული ტერორისტული აქტი არ იყო.

საიფ ელდინ მუსტაფამ გუშინ ეგვიპტის ქალაქ ალექსანდრიიდან კაიროში მიმავალი თვითმფრინავი გაიტაცა და პილოტი აიძულა ლაინერი კვიპროსის ქალაქ ლარნაკას აეროპორტში დაესვა. გავრცელებული ცნობით, ის ასაფეთქებელი მოწყობილობის გააქტიურებით იმუქრებოდა. თუმცა, მოვიანებით აღმოჩნდა, რომ "შაჰიდის ქამარი" ყალბი იყო.

ლარნაკას აეროპორტში დაფრენის შემდეგ იგი ეტაპობრივად ათავისუფლებდა ბორტზე მყოფ მგზავრებსა და ეკიპაჟის წევრებს. ბოლოს კი თავად გამტაცებელი პოლიციამ დააკავა. იგი თავის ყოფილ ცოლთან შეხვედრას ითხოვდა, რომელიც კვიპროსში ცხოვრობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გიგა ავალიანის მკვლელობისთვის 2 არასრულწლოვანს 10.6 წლით, 1-ს 6.9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
ქართული ოცნება უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდება
მიხეილ ყაველაშვილი საქართველოში ჩინეთის ელჩს შეხვდა
საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანია აგროტექნომ ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი - Weitai შემოიყვანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics