|
2026-02-26 12:49:28, 2172 ნახვა
სამართალი
ხელვაჩაურში მკვლელობის საქმის მოწმე: „ირაკლი დგებუაძემ თავში მუშტები მირტყა პოლიციაში“
„ირაკლი დგებუაძემ თავში მუშტები ჩამარტყა, სხვა პოლიციელებმაც მცემეს,“ – უთხრა ნაფიც მსაჯულებს და მოსამართლე ნინო სახელაშვილს მკვლელობის საქმეზე პროკურატურის მოწმემ ჯემალ ზანდარაძემ. - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა "ბათუმელები" ავრცელებს. ჯემალ ზანდარაძე პროკურატურის ერთ-ერთი მოწმეა, რომელიც დღეს დაკითხეს. მოწმემ საუბარი იმით დაიწყო, რომ იგი ამ მკვლელობიდან რამდენიმე დღეში – 2025 წლის 13 ივნისს გამოჰკითხეს აჭარის პოლიციის სამმართველოს შენობაში, სადაც მას ბათუმის პოლიციის მაშინდელმა უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ, სხვა პოლიციელებთან ერთად სცემა. „სამი პოლიციელი მირტყამდა“, – ამბობს ჯემალ ზანდარაძე. მოწმის თქმით, მას პოლიციელები პროკურატურისთვის სასურველი ჩვენების მიცემას აიძულებდნენ. მოწმე ჯემალ ზანდარაძის თქმით, ამ ცემის შემდეგ მას თავში კისტა გაუჩნდა. „თავდაპირველად მოვიდნენ სახლში, პოლიციიდან ვართო და გადამიყვანეს სამმართველოში, დაკითხვა დაახლოებით 4-5 საათს მაინც გაგრძელდა, იყო ფიზიკური ძალადობა და სიტყვიერიც… მუშტებს მირტყამდნენ თავში – სამი მირტყამდა, შენ ყველაფერი იცი და არ ამბობო. ძალიან ცუდად ვიყავი. ეპილეფსია მაქვს… რამდენიმე დღეში მივედი საავადმყოფოში და გადამიღეს თავზე, კისტა აღმომაჩნდა. ექიმმა მითხრა, მარცხენა მხარეს გაქვს 4 მილიმეტრი და ახალია, ძველი არ არისო. დეკემბერში როცა შევხვდი პროკურორს, მას მოვუყევი ამ ძალადობის შესახებ,“ – პროკურორზე მიანიშნა მოწმე ჯემალ ზანდარაძემ იმ დროს, როდესაც მას ადვოკატი რამინ პაპიძე უსვამდა შეკითხვებს. „მანამდე რატომ არ განაცხადეთ მომხდარზე?“ – ჰკითხა მოწმეს ადვოკატმა რამინ პაპიძემ. „ვერ ვხედავდი სამართალს… სამართალს ვერ ვიპოვიდი. ის [ირაკლი დგებუაძე] თანამდებობის პირი იყო და სიმართლეს ვერ ვიპოვიდი,“ – ნერვიულობა დაეტყო მოწმეს. საკუთარი მოწმის ჩვენება არც პროკურორ გიორგი მუჯირს მოეწონა: „თქვენ რატომ ხართ დარწმუნებული? თქვენც ხომ ესწრებოდით მის დაკითხვას – ძალიან ბევრი ტყუილი თქვა ჯემალ ზანდარაძემ,“ – გვითხრა პროკურორმა გიორგი მუჯირმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ. მან დაგვიდასტურა ის, რომ პოლიციის სამმართველოს შენობაში სავარაუდო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამატების მუხლით, ჩადენილი ძალადობით. საუბარია 2025 წლის 3 ივნისს ხელვაჩაურში მომხდარ შემთხვევაზე – სოფელ ერგესა და აჭარისწყალს შორის მდებარე ტერიტორიაზე, დაახლოებით ღამის 3 საათზე, ავტომანქანაში მყოფი ბესო ბოლქვაძე ავტომატიდან მრავალჯერადი გასროლით ჩაცხრილეს, ავტომანქანა კი, მდინარეში გადააგდეს. 33 წლის ბესო ბოლქვაძეს 5 ტყვია ესროლეს. ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა ამ მუხლით დაიწყო გამოძიება და ერთდროულად რამდენიმე საქმეში ირაკლი დგებუაძე ფიგურირებს – შს მოქმედი მაღალჩინოსანი და ბათუმის პოლიციის უკვე ყოფილი უფროსი. 2023 წლიდან „ბათუმელები“ სხვადასხვა ძალადობის და არაადამიანური მოპყრობის შესახებ წერდა, სადაც დაზარალებულები ჰყვებიან, რომ ისინი ირაკლი დგებუაძემ სცემა. ირაკლი დგებუაძე ის პოლიციელია, ვისზე სილის გაწვნის ფაქტზე დღემდე უკანონო პატიმრობაშია ჟურნალისტი მზია ამაღლობელი. მზია ამაღლობელის თქმით, ირაკლი დგებუაძემ მას სახეში შეაფურთხა, ასევე არ აძლევდა წყლის დალევის და ტუალეტით სარგებლობის საშუალებას. ამ შემთხვევაზეც დაიწყო გამოძიება, თუმცა არავინ დასჯილა – პირიქით, ირაკლი დგებუაძე „ოცნების“ მთავრობამ დააწინაურა.
სინოდის სხდომა დასრულდა - ასაკის ცენზზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, განათლებაზე არ უმსჯელიათ
წყნეთში, სკვერში დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი მოზარდის ოჯახი მომხდარზე პასუხისმგებლობას კალაძეს აკისრებს
მედვედევი: დროა, შევწყვიტოთ ტოლერანტული დამოკიდებულება მეზობლების EU-ში გაწევრიანების მიმართ
პაპუაშვილი მოლდოვის ყოფილ პრეზიდენტ დოდონს და პრორუს დეპუტატებს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)