|
2016-03-30 14:06:40, 663 ნახვა
ეკონომიკა
ნოდარ ხადური აზიისა და წყნარი ოკეანეთის განვითარების დაფინანსების კონფერენციაში მონაწილეობს
საქართველოს ფინანსთა მინისტრი სამუშაო ვიზიტით სამხრეთ კორეის რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც გაეროს ეგიდით გამართულ აზიისა და წყნარი ოკეანეთის განვითარების დაფინანსების კონფერენციაში მონაწილეობს, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს. მათივე ცნობით, ფინანსთა მინისტრმა საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი საინვესტიციო პროექტების შესახებ, ასევე მთავრობის მიერ დაგეგმილი რეფორმების თაობაზე ისაუბრა. „საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, სამუშაო ვიზიტით სამხრეთ კორეის რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც მონაწილეობს გაეროს ეგიდით გამართულ აზიისა და წყნარი ოკეანეთის განვითარების დაფინანსების მაღალი დონის კონფერენციაში. ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრმა ისაუბრა საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი საინვესტიციო პროექტების შესახებ, ასევე მთავრობის მიერ დაგეგმილი რეფორმების თაობაზე, რომელიც საწინდარია საქართველოში როგორც დონორთა/განვითარების პარტნიორთა, ასევე კერძო სექტორის საქმიანობისათვის. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობაზე“, - გვაცნობეს სამინისტროდან. კონფერენციაზე ხადურმა აღნიშნა, რომ საქართველო მისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, განიხილება როგორც აბრეშუმის გზის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი კავკასიის რეგიონში. „საქართველო მისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, განიხილება როგორც აბრეშუმის გზის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი კავკასიის რეგიონში. აღნიშნულს ასევე ხაზს უსვამს აბრეშუმის გზის განვითარების ახალი ინიციატივის - „ერთი სარტყელი, ერთი გზა" - ფარგლებში საქართველოს მონაწილეობა. იმისათვის, რომ სრულად იქნას გამოყენებული ქვეყნის პოტენციალი, მნიშვნელოვანი კაპიტალდაბანდებები განხორციელდა და ხორციელდება ქვეყნის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში როგორც საგზაო და სარკინიგზო, ასევე საზღვაო ტრანსპორტის სექტორში," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა. მისი თქმით, ამჟამად მიმდინარეობს საქართველოში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი- აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობის პროექტი, რომლის ერთ-ერთი ურთულესი, დაახლოებით 60-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის მიზნით, ხორციელდება ინტენსიური მოსამზადებელი სამუშაოები, რომელშიც ჩართულები არიან მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, ევროპის საინვესტიციო ბანკი, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო და კორეის ექსიმბანკი. როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს შავ ზღვაზე, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას, რკინიგზის განვითარებას და ამ თვალსაზრისით, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტს. მისი თქმით, საქართველოში დიდი საინვესტიციო პოტენციალი აქვთ ენერგეტიკულ პროექტებს, მათ შორის, ჰიდრო რესურსებისა და განახლებადი ენერგიების გამოყენების მიმართულებით. „საქართველოს მთავრობის მიზანია, დააჩქაროს საინვესტიციო პროექტების განხორციელება, რათა ქვეყანამ მიიღოს მაქსიმალური სარგებელი საინვესტიციო პროექტების განხორციელებით გამოწვეული იმ ეკონომიკური ეფექტით, რასაც ინფრასტრუქტურულ პროექტებში განხორციელებული ინვესტიცია იძლევა როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერიოდში," - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, ასევე საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში. მან იმედი გამოთქვა, რომ დონორები უფრო აქტიურად ჩაერთვებიან კერძო სექტორთან თანამშრომლობაში, რაც ხელს შეუწყობს დამატებითი კერძო ინვესტიციების მოზიდვას და მნიშვნელოვან წილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. „დღევანდელი დღე არის საშუალება, განხილულ იქნას ის შესაძლებლობები, რომელიც საქართველოს აქვს ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებისათვის და მაქვს მოლოდინი, მოვისმინო ახალი იდეები," - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა აზიისა და წყნარი ოკეანეთის განვითარების დაფინანსების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)