14:58 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-07 18:59:56, 715 ნახვა

მსოფლიო
„Charlie Hebdo“-ზე თავდასხმისას, მისი მთავარი რედაქტორი დაიღუპა

ფრანგულ სატირულ ჟურნალ „Charlie Hebdo“-ს რედაქციაზე თავდასხმისას, მისი მთავარი რედაქტორი სტეფან შარბონიე დაიღუპა.

„დეილი ტელეგრაფის“ ინფორმაციით, შარბონიე მოჰამედ წინასწარმეტყველის კარიკატურების პუბლიკაციისთვის „ალ ქაიდას“ შავ სიაში იყო.

ჟურნალზე თავდასხმა დილის თათბირის დროს მოხდა, როდესაც რედაქციაში ყველა ჟურნალისტი და კარიკატურისტი იმყოფებოდა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჟურნალის ოფიციალური „ტვიტერის“ აქაუნთში, თავდასხმამდე ერთი საათით ადრე, ისლამური სახელმწიფოს ლიდერის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის კარიკატურა გამოქვეყნდა.

ტერაქტის შემდეგ თავდამსხმელები ყვირილით - „ალაჰ აქბარ“ და „წინასწარმეტყველისთვის შური ვიძიეთ“ გარბოდნენ.

პარიზში უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად გამკაცრებულია.

მთავრობამ დამატებითი დაცვა ყველა მედიასაშუალების ოფისს, კულტურულ ძეგლებს, სამთავრობო დაწესებულებებს, ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს და მსხვილ მაღაზიებს გამოუყო.

განსაკუთრებულ კონტროლზეა აყვანილი ასევე მასობრივი თავშეყრის ადგილები.

შეგახსენებთ, პარიზში ჟურნალ „Charlie Hebdo“-ს რედაქციის თავდასხმას 12 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო 10 დაშავებულია. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, 4 მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია.

არსებული ინფორმაციით, რედაქციას თავს ორი ნიღბიანი ადამიანი ავტომატებით  დაესხა და იქ მომუშავე პერსონალს ცეცხლი გაუხსნა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნიკა მელიამ მტკიცებულებები უდაო გახადა - საქმე დასკვნით ეტაპზე გადავიდა
ქარტია მოუწოდებს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, არ იქცეს ცენზორად!
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის ავტორი: ოცნების რეაქცია განსაკუთრებით მტრულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics