|
2026-02-23 13:07:53, 451 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ჩვენ გვაქვს სურვილი, გადავტვირთოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან, ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს
ჩვენ გვაქვს სურვილი, გადავტვირთოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან, - ამის შესახებ ივანიშვილის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. კითხვაზე, რომელიც რესპუბლიკელ კონგრესმენ ანა პაულინა ლუნას მიერ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის აშშ-ში მიწვევას შეეხებოდა, მთავრობის კობახიძემ აღნიშნა, რომ მსგავსი ფორმატი არის ძალიან მნიშვნელოვანი. „ჩვენ, კვლავაც, მოთმინებით ველოდებით ურთიერთობების გადატვირთვას. ვინარჩუნებთ ოპტიმიზმს და ოპტიმიზმის შენარჩუნების საშუალება მოგვცა, მათ შორის, იმ შეხვედრებმა, რომელიც გაიმართა მილანის ოლიმპიური თამაშების გახსნის დროს, გასაუბრებას ვგულისხმობ, ერთი მხრივ ჩვენს პრეზიდენტსა და საგარეო საქმეთა მინისტრს და მეორე მხრივ - აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტსა და სახელმწიფო მდივანს შორის. ეს ყველაფერი გვინარჩუნებს ოპტიმიზმს. რა თქმა უნდა, ასეთი ღონისძიებებიც, საპარლამენტო ფორმატიც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ გვაქვს სურვილი, გადავტვირთოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან,"- აღნიშნა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)