|
2026-02-20 20:22:42, 985 ნახვა
პოლიტიკა
ევროპარლამენტარი „ოცნების“ მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე: ეს ავტორიტარული ნაბიჯია
ევროპარლამენტარი ნაჩო სანჩეს ამორი აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ მიერ გამოცხადებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც „კონსტიტუციური ორგანოების არაღიარებას“ კრიმინალიზაციას ითვალისწინებს. „ეს სრულიად ავტორიტარული ნაბიჯია. ეს ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა იყენებს ყველაზე საშინელ კანონმდებლობას, რაც კი ოდესმე არსებობდა, ან საერთოდ არასდროს არსებობდა, ნებისმიერი სახის კრიტიკის წინააღმდეგ საბრძოლველად და დევნისთვის. ეს უახლესი კანონპროექტი, მთავრობის უარყოფის ან დელეგიტიმიზაციის შესახებ გამოცხადებული ინიციატივა, ამ რეპრესიული პოზიციის კიდევ ერთი დასტურია. ის იდეა, რომ პოლიტიკური პოზიციის გამოხატვა - მთავრობის ლეგიტიმურობის აღიარებაზე უარის თქმა არჩევნებში მომხდარი მოვლენების გამო - კრიმინალიზებული იქნება, სრული სიგიჟეა. ისინი ყველა ფანტაზიას მიმართავენ, რათა ყველა შესაძლო გზა იპოვონ კრიტიკული სამოქალაქო საზოგადოების განადგურებისთვის“, - განაცხადა ნაჩო სანჩეს ამორმა. ის ფაქტი, რომ კონსტიტუციური ორგანოების არაღიარება სისხლის სამართლის დანაშაულად იქცევა და სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაისჯება, 16 თებერვალს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე გამოცხადდა, სადაც მეორე მოსმენით განიხილებოდა „გრანტების შესახებ“ და „პოლიტიკური პარტიების შესახებ“ კანონებში ცვლილებები.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)