|
2026-02-20 19:14:43, 1740 ნახვა
საზოგადოება
გალტ & თაგარტმა HIF Tbilisi 2026-ზე ტურიზმის საინვესტიციო ტენდენციების შესახებ მიგნებები გააზიარა
18 თებერვალს თბილისში 2026 წლის სტუმარმასპინძლობის საინვესტიციო ფორუმი გაიმართა, რომელმაც გლობალური სასტუმროების ბრენდების, რეგიონული განვითარების ლიდერების, დეველოპერების, ინვესტორების, ფინანსური და საჯარო სექტორის წარმომადგენლები გააერთიანა. ფორუმზე, მაღალი დონის პანელურ დისკუსიაში - „საქართველოს ტურიზმის ისტორია: რა აქცევს ინტერესს ინვესტიციად?“ - მონაწილეობა მიიღო გალტ & თაგარტის კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ევა ბოჭორიშვილმა, რომელმაც ტურიზმის სექტორის დინამიკა და საინვესტიციო მზაობის საკითხები მიმოიხილა. პანელურ დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებმაც განიხილეს, როგორ გარდაიქმნება მზარდი ტურისტული ინტერესი რეალურ საინვესტიციო პროექტებად - სასტუმროებად, კურორტებად, შერეული დანიშნულების თუ სხვა ტიპის აქტივებად. დისკუსიისას ყურადღება გამახვილდა კაპიტალის განაწილებაზე, ინსტიტუციური დაფინანსების როლზე, რისკების შემცირების მექანიზმებზე, ბანკების ჩართულობაზე სასტუმროების განვითარებაში და სხვა საკითხებზე. ფორუმი წარმოადგენდა მნიშვნელოვან პლატფორმას B2B შეხვედრებისა და სტრატეგიული პარტნიორობების განხილვისთვის, რაც სექტორში კონკრეტული პროექტების ფორმირებას და განხორციელებას უწყობს ხელს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)