|
2026-02-20 17:20:02, 936 ნახვა
პოლიტიკა
კალასის თქმით, EU რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტის მიღებას ორშაბათს გეგმავს
The Guardian-ის თანახმად, კრაკოვში გამართულ E5-ის შეხვედრაზე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და პოლიტიკის უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასმა თქვა, რომ ევროკავშირის მიზანია, მომავალ ორშაბათს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტი მიიღონ. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-20 პაკეტზე დღეს ვერ შეთანხმდნენ, კაია კალასი ამბობს, რომ სანქციების დაწესებას გეგმავენ. "სანქციები მოქმედებს. ისინი სერიოზულ ზიანს აყენებს რუსეთის ეკონომიკას და ყოველი ახალი ზომა კიდევ უფრო უზღუდავს მას ომის დაწყების შესაძლებლობას. მოსკოვი უძლეველი არ არის. მისი არმია რეკორდულ დანაკარგებს განიცდის და მისი ეკონომიკა მძიმე ზეწოლის ქვეშაა. მაგრამ პუტინი ამ ომს მანამ არ დაასრულებს, სანამ ხარჯები სარგებელს არ გადააჭარბებს და ეს არის ის წერტილი, რომელსაც ჩვენ უნდა მივაღწიოთ", - თქვა კაია კალასმა. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ევროკავშირმა რუსეთის სანქციებში მე-20 პაკეტში შესაძლოა საქართველოს ყულევის პორტიც შეიყვანოს. რადიო თავისუფლება წერს, რომ მათმა ცენტრალურმა სამსახურმა მოიპოვა ევროკომისიის მიერ შემუშავებული შეთავაზება ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტთან დაკავშირებით. RFE/RL-ს თანახმად, სანქციების მე-20 პაკეტისთვის ევროკომისიის მიერ მომზადებული დოკუმენტი მოიცავს სიას, რომლითაც, სხვა საკითხებთან ერთად, მოთხოვნილია:
სანქცირების საჭიროება დოკუმენტში ასეა დასაბუთებული: "[ყულევის პორტი] გამოიყენება ნედლი ნავთობის ან ნავთობპროდუქტების საზღვაო ტრანსპორტირებისთვის, რომლებიც წარმოებულია რუსეთში ან ექსპორტირებულია რუსული გემებით, რომლებიც იყენებენ არარეგულარულ და მაღალი რისკის მქონე გადაზიდვის პრაქტიკას". 2025 წლის ოქტომბერში საქართველოში რუსულმა კომპანია რუსნეფტმა, შავი ზღვის სანაპიროზე, ყულევში ახალაშენებულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ნავთობის პირველი პარტია მიაწოდა. LSEG-ისა და ერთ-ერთი ტრეიდერის ინფორმაციით, ტანკერმა კაისერიმ 105 340 ტონა Siberian Light მარკის ნავთობი რუსეთის შავი ზღვის პორტიდან, ნოვოროსიისკიდან ჩაიტანა ყულევის ნავთობტერმინალში - 6 ოქტომბერს. ყულევის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ წელიწადში 1 200 000 ტონა ნავთობი უნდა გადაამუშაოს.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)