13:48 - 19 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-19 23:03:49, 2361 ნახვა

სამართალი
ელისო კილაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

ელისო კილაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ გამოაცხადა. აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ ამავე საქმეზე ბრალდებულ ოთარ ფარცხალაძეს, დავით და გიორგი მიქაძეებს, ირაკლი სეხნიაშვილსა და მიხეილ ჩოხელს.

 "სასამართლომ გაითვალისწინა ბრალდების მხარის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით, ექვსივე ბრალდებულთა მიმართ გამოყენებული იქნა პატიმრობა, ელისო კილაძე და გიორგი მიქაძე არ არიან მიმალულები და, შესაბამისად, ისინი განთავსდებიან პენიტენციურ დაწესებულებაში" | თქვა პროკურორმა მარიამ ბერძენიშვილმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ

 ელისო კილაძე 18 თებერვალს ე.წ ქოლ-ცენტრების საქმეზე ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს. ჟურნალისტთან ერთად ამავე საქმეზე ბრალდებულია ყოფილი გენ.პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და ძმები დავით და გიორგი მიქაძეები. პროკურატურის ვერსიით, კილაძე ქოლ-ცენტრის საქმიანობის გამოაშკარავების ან მსგავსი რისკის არსებობის შემთხვევაში, დანაშაულებრივი საქმიანობის კანონიერად წარმოჩენას უზრუნველყოფდა. ქრონიკა პლუსის დამფუძნებელი ბრალს არ აღიარებს, იზოლატორიდან გამოგზავნილ წერილში ის წერს, რომ „არანაირი დანაშაულებრივი ჯგუფი არ არსებობდა, არც შენობაში ქოლ-ცენტრების არსებობა იცოდა“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საერთაშორისო გამჭვირვალობა - - ვახო სანაია ისჯება ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ რეჟიმის მხილების, პრინციპული პოზიციისა და საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლის გამო
ზურაბიშვილი ვახო სანაიაზე - საქართველო მოსკოვის სცენარს სიტყვასიტყვით იმეორებს
საქართველოს ექსპორტი $6.1 მილიარდამდე გაიზარდა - პირველ ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები
ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics