05:00 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-19 19:57:01, 428 ნახვა

პოლიტიკა
უნგრეთი უკრაინისთვის ელექტროენერგიისა და გაზის მიწოდების შეწყვეტის საკითხს განიხილავს

Reuters წერს, რომ უნგრეთი უკრაინისთვის ელექტროენერგიისა და გაზის მიწოდების შეწყვეტის საკითხს განიხილავს. ეს განცხადება უნგრეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის ხელმძღვანელმა, გერგელი გულიაშმა გააკეთა.

"თუ უკრაინის მთავრობა თავის გადაწყვეტილებას არ შეცვლის და დრუჟბას ნავთობსადენით ნავთობის მიწოდების შეჩერებას ცრუ არგუმენტების გამოყენებით გააგრძელებს, მაშინ ამას დამატებითი საპასუხო ზომები მოჰყვება. ჩვენ უკრაინისთვის ელექტროენერგიისა და გაზის მიწოდების შეწყვეტის ვარიანტს განვიხილავთ", - თქვა მან.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ქვეყნებიდან, მხოლოდ უნგრეთისა და სლოვაკეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები იყენებენ დრუჟბას მილსადენით შესულ რუსულ ნავთობს - თუმცა, უკრაინის გავლით დრუჟბას ნავთობსადენით 27 იანვრის შემდეგ ნავთობი აღარ მიეწოდებათ.

უკრაინის განცხადებით, ამის მიზეზი ნავთობსადენზე რუსეთის თავდასხმაა, ხოლო სლოვაკეთი და უნგრეთი უკრაინას ნავთობის მიწოდების განზრახ შეჩერებაში ადანაშაულებენ.

გარდა ამისა, Reuters-ის სტატიიდან ცნობილი ხდება, რომ როგორც უნგრეთმა, ასევე სლოვაკეთმა განაცხადეს, რომ უკრაინისთვის დიზელის ექსპორტს შეაჩერებენ.

სლოვაკეთის მთავრობამ ოთხშაბათს ნავთობის არასაკმარისი რაოდენობით მიწოდების გამო ქვეყნის ნავთობის ინდუსტრიაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და განაცხადა, რომ სტრატეგიული ნავთობის რეზერვებიდან 250 000 ტონა ნავთობს გამოიყენებს.

როგორც უნგრეთი, ასევე სლოვაკეთი აცხადებენ, რომ განიხილავენ უკრაინის მიმართულებით "დამატებით საპასუხო ზომებს". 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics