|
2026-02-19 13:52:20, 1700 ნახვა
ეკონომიკა
იანვარში საგარეო სავაჭრო ბრუნვა, წინა წელთან შედარებით, 23.6%-ით შემცირდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ [არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე] 1 609.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 23.6%-ით ნაკლებია. აქედან ექსპორტი 480.4 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს [გაიზარდა 19%-ით], ხოლო იმპორტი 1 129.5 მილიონ აშშ დოლარს [შემცირდა 33.7 %-ით]. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2026 წლის იანვარში, 649.1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.3%-ია. საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის იანვარში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 67.9% შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (247.1 მილიონი აშშ დოლარი), ჩინეთი (223.3 მილიონი აშშ დოლარი) და რუსეთი (195.4 მილიონი აშშ დოლარი). აღსანიშვნავია რომ უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების სამეულში აღარაა აშშ. რაც შეეხება ექსპორტს, 2026 წლის იანვარში 10 უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 74.5% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ჩინეთი (66.1 მილიონი აშშ დოლარი), თურქეთი (52.1მ ილიონი აშშ დოლარი) და ყირგიზეთი (49.9 მილიონი აშშ დოლარი).
მეუფე ილარიონის თქმით, სინოდზე ასაკის ცენზზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, განათლებაზე არ უმსჯელიათ
წყნეთში, სკვერში დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი მოზარდის ოჯახი მომხდარზე პასუხისმგებლობას კალაძეს აკისრებს
მედვედევი: დროა, შევწყვიტოთ ტოლერანტული დამოკიდებულება მეზობლების EU-ში გაწევრიანების მიმართ
პაპუაშვილი მოლდოვის ყოფილ პრეზიდენტ დოდონს და პრორუს დეპუტატებს შეხვდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)