06:55 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-18 14:11:05, 408 ნახვა

პოლიტიკა
NYT: აშშ-მა რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის დაკავებული გემის ქართველ კაპიტანს ბრალი წარუდგინა

New York Times- ის ინფორმაციით, 12 თებერვალს აშშ-მა ქართველ კაპიტანს, ავთანდილ კალანდაძეს, ბრალი ორ ფედერალურ საქმეზე წაუყენა. პირველი ბრალდების თანახმად, კალანდაძეს ტანკერზე გაიანას ყალბი დროშის გამოყენებაში ადანაშაულებენ- გემი ამ ქვეყანაში არ იყო რეგისტრირებული. ასევე, 20 დეკემბერს, კაპიტანი სანაპირო დაცვის ბრძანებას არ დაემორჩილა, რომლის მიხედვითაც, კაპიტანს აშშ-ს ძალებისთვის გემზე ასვლის ნებართვა უნდა მიეცა.

გაჩერების მაგივრად, ვენესუალასკენ მიმავალმა ტანკერმა გეზი ატლანტის ოკეანესკენ აიღო. გზაში, გემმა სახელი შეიცვალა და Bella 1 - ის ნაცვლად Marinera დაირქვა.

რუსეთის მთავრობამ აშშ-ს მოუწოდა, გემის დევნა შეეჩერებინა, თუმცა, 7 იანვარს, აშშ-ს მთავრობამ გემი გაერთიანებული სამეფოს საზღვართან გააჩერა და კაპიტანი კალანდაძე სხვა წევრებთან ერთად დააკავა.

შეგახსენებთ, რომ ტანკერის დაკავება განხორციელდა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტისა (DOJ) და შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის (DHS) მონაწილეობით, თავდაცვის დეპარტამენტთან კოორდინაციით. გემი აშშ-ის ფედერალური სასამართლოს მიერ გაცემული ორდერის საფუძველზე იქნა დაკავებული, მას შემდეგ, რაც მისი გადაადგილება აშშ-ის სანაპირო დაცვის ხომალდის - USCGC Munro-ს მიერ იყო შემჩნეული. აშშ-ის ხელისუფლების ინფორმაციით, Bella 1 2024 წლიდან აშშ-ის სანქციების ქვეშ იმყოფებოდა, რადგან იგი „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნაწილი იყო და უკანონოდ ახორციელებდა ნავთობის ტრანსპორტირებას სანქციების გვერდის ავლით.


ამ დროისთვის აშშ-მა ვენესუელური ნავთობით ვაჭრობისთვის კიდევ რვა გემი დააკავა. მათ, ასევე სანქციების გვერდით ავლით, ნავთობი ვენესუელადან, ირანიდან და რუსეთიდან გადაჰქონდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics