01:18 - 04 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-16 12:41:12, 377 ნახვა

საზოგადოება
თბილისში სტუმარმასპინძლობის გლობალური ფორუმი - Hospitality Investment Forum - გაიმართება

წელს პირველად საქართველო სტუმარმასპინძლობის გლობალურ ფორუმს - Hospitality Investment Forum 2026-ს, უმასპინძლებს. ერევანში ჩატარებული ორი მასშტაბური ღონისძიების შემდეგ, კონფერეცია 18 თებერვალს თბილისში, სასტუმრო “შერატონ გრანდ მეტეხი პალასში” გაიმართება. კონფერენციის სტრატეგიული პარტნიორი თიბისია.

Hospitality Investment Forum (HIF) მაღალი დონის საერთაშორისო საინვესტიციო პლატფორმაა, რომელიც მოიცავს კავკასიას, ცენტრალურ აზიას, აღმოსავლეთ ევროპასა და ხმელთაშუა ზღვის რეგიონს. ფორუმი აერთიანებს ყველა დაინტერესებულ მხარეს და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს ინდუსტრიის გრძელვადიან განვითარებას რეგიონულ და გლობალურ დონეზე.

თბილისში დაგეგმილი ღონისძიება ფოკუსირებული იქნება ახალი სასტუმრო პროექტების განვითარებაზე, კურორტებისა და მრავალფუნქციური უძრავი ქონების მიმართულებებზე, სტრატეგიული ინვესტიციების მოზიდვასა და მდგრადი სტანდარტების დანერგვაზე. ღონისძიება გააერთიანებს საერთაშორისო ინვესტორებს, დეველოპერებსა და გლობალური სასტუმრო ბრენდების წარმომადგენლებს.

ფორუმის ფარგლებში გაიმართება პანელური დისკუსიებიც. საქართველოს ტურისტული საინვესტიციო პოტენციალის შესახებ თიბისის კორპორატიული მიმართულების უფროსი ვიცე პრეზიდენტი ნათია სონიშვილი ისაუბრებს. ამავე დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ტურიზმის სექტორის მაღალი რგოლის წარმომადგენლები. 

თიბისი აქტიურად უჭერს მხარს სტუმარმასპინძლობის სექტორის განვითარებას თბილისსა და რეგიონებში. სასტუმროებისა და ტურიზმის ინდუსტრიაში ბანკის პორტფელი ბოლო სამ წელში 22%-ით არის გაზრდილი და 1,2 მილიარდ ლარს შეადგენს. მსგავსი ღონისძიებების მხარდაჭერით კი, თიბისი ხელს უწყობს დარგის განვითარებას: ბაზრის მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, დაამყარონ პირდაპირი კავშირები, გაცვალონ გამოცდილება და განიხილონ რეალური საინვესტიციო შესაძლებლობები.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
სერგეი კირიენკო: რუსეთი მტკიცედ უჭერს მხარს აფხაზეთის სუვერენულ განვითარებას
ელენე ხოშტარია: „ქართული ოცნების“ იზოლაცია შემდგარი ფაქტია
გრიგოლ ბესელია, მზია ამაღლობელის საქმის მოწმე, შსს-ს თანამშრომელი აღარაა
საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics