22:16 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-29 20:02:11, 542 ნახვა

რეგიონი
გურიაში ყოფილმა პატიმარმა ქალებმა ბიზნეს იდეების განხორციელება დაიწყეს

იუსტიციის სამინისტროს მიერ დაფინანსებული, ბიზნეს ინიციატივების კონკურსში გამარჯვებულ ყოფილ პატიმრებს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორი ირაკლი ხელაძე  გურიის რეგიონში შეხვდა. 

ბენეფიციარებმა - მანანა სიხარულიძემ და ნინო ტორონჯაძემ, საკუთარი მეურნეობის გაფართოება საგრანტო კონკურსში გამარჯვების შემდეგ შეძლეს. მათი ბიზნესიდეა მესაქონლეობა-მებაღეობას უკავშირდება.

მანანა სიხარულიძე ჩოხატაურის რაიონის სოფელ გოგოლესუბანში ცხოვრობს. გრანტის სახით მიღებული 3 ათასი ლარით შეიძინა ძროხა და მებაღეობისთვის აუცილებელი მასალები. მან ამ კონკურსში მონაწილეობის მიღება „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამაში“ ჩართვის შემდეგ შეძლო, რომელსაც იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ახორციელებს. მან პროგრამის ფარგლებში გაიარა სხვადასხვა შინაარსის ტრეინგი და მოუგვარდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. ამავე პროგრამის ბენეფიციარია ნინო ტორონჯაძე, რომელიც ლანჩხუთში ცხოვრობს. მისი ბიზნეს იდეაც მესაქონლეობის გაფართოებას უკავშირდება. ყოფილ პატიმართა ბიზნეს ინიციატივების მხარდაჭერის კონკურსში გამარჯვების შემდეგ მიიღო 2 ათასი ლარი.

„დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორმა ირაკლი ხელაძემ ორივე ბენეფიციარის მეურნეობა დაათვალიერა და მათი საქმიანობით დაინტერესდა.

აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროექტის ფარგლებში, 2013-2016 წლებში, ქვეყნის მასშტაბითსულ 43 ყოფილი პატიმრის 42 ბიზნეს იდეა დაფინანსდა. ეს პროექტები იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ საგრანტო კონკურსის თანხა ყოველწლიურად იზრდება და უფრო მეტ ყოფილ პატიმარს შეუძლია საკუთარი ბიზნესი დეის განხორციელება. „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის“ ბენეფიციარების ბიზნეს ინიციატივების მიმიმართულებით იყოფა: სოფლისმეურნეობა, წარმოებადამომსახურება. უახლოეს ხანში, იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროექტები კიდევ 149 ათასი ლარით დაფინანსდება. 100 ათასი ლარი აღმოსავლეთ საქართველოში მცხოვრებ ყოფილ პატიმრებზე განაწილდება, 49 ათასი კი დასავლეთ საქართველოში. 

პროექტის სახელწოდებაა - „ყოფილ პატიმართა ბიზნეს ინიციატივების მხარდაჭერა". ინდივიდუალური ბიზნეს ინიციატივები 500-დან 5 ათასი ლარის ოდენობით ფინანსდება.

„ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა" 2012 წლის ბოლოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით შეიქმნა. პროგრამა სსსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ახორციელებს. მისი მიზანია სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობა, მათი დაბრუნება საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად. ყოფილ პატიმრებზე სახელმწიფო მზრუნველობა საზოგადოების განმეორებითი დანაშაულისაგან დაცვის წინაპირობაა. პროგრამა მიმდინარეობს თბილისში, გორში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სერგეი კირიენკო: რუსეთი მტკიცედ უჭერს მხარს აფხაზეთის სუვერენულ განვითარებას
ელენე ხოშტარია: „ქართული ოცნების“ იზოლაცია შემდგარი ფაქტია
გრიგოლ ბესელია, მზია ამაღლობელის საქმის მოწმე, შსს-ს თანამშრომელი აღარაა
საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics