|
2026-02-12 10:20:25, 436 ნახვა
პოლიტიკა
ლორა თორტონი - მმართველობის დასაწყისიდანვე არსებობდა ფატალური ნაკლი და ეს ნაკლი რუსეთში შექმნილი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი იყო
11 თებერვალს, თბილისის დროით გვიან საღამოს აშშ-ის „ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიაში“ გაიმართა ექსპერტთა ბრიფინგი „ქართული ოცნების“ მიერ „განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობის“ შესახებ. „ბევრი ფიქრობს, რომ საქართველოს დემოკრატიული დაღმასვლა ძალიან ახალი და სწრაფია, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ გამაფრთხილებელი ნიშნები საკმაოდ დიდი ხნის წინ გამოჩნდა“, - განაცხადა ლორა თორნტონმა. „ქართული ოცნების“ მმართველობის დასაწყისიდანვე არსებობდა ფატალური ნაკლი და ეს ნაკლი რუსეთში შექმნილი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი იყო. ივანიშვილი არასდროს ყოფილა დემოკრატიული პრინციპებისა თუ პროცესებისადმი ერთგული და, რაც მთავარია, ის ყოველთვის დაკავშირებული იყო რუსეთთან - ქვეყანასთან, რომელმაც ის გაამდიდრა. მან თქვა, რომ „ქართული ოცნების“ კოალიცია რამდენიმე წელიწადში დაიშალა და „პრო-დემოკრატიული, პრო-დასავლური პარტიები მას ჩამოეცალნენ“, შემდეგ კი „არალიბერალური გრავიტაცია“ დაიწყო. „თუმცა, რუსეთის მიერ უკრაინაში მასშტაბური შეჭრასთან ერთად მოხდა საქართველოს დასავლეთისგან საბოლოო განშორება და ქვეყანა ავტორიტარიზმში სრულად ჩაიძირა“, - თქვა მან. ლორა თორნტონმა ისაუბრა „ქართული ოცნების“ ბრალდებებზე „კოლექტიური დასავლეთის“ მიმართ, - დასავლელი პარტნიორებისთვის „გლობალური ომის პარტიის“ წოდებაზე, და თქვა: „ამის საპირისპიროდ, „ქართული ოცნება“ ღიად მოიხსენიებს ჩინეთს და ირანს, როგორც მეგობრებს, მოკავშირეებსა და პარტნიორებს. არსებობს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ფოტოც კი, სადაც ის თეირანში ჰამასის წარმომადგენლების გვერდით დგას“. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საუბირისას „დამკვირვებლის პერსპექტივიდან“ განაცხადა, რომ „ეს არჩევნები იყო იმდენად სავსე ხარვეზებით, რომ გამოსწორება შეუძლებელი იყო“ და „აღსავსე იყო დაშინებითა და სხვა სახის უკანონო ქმედებებით“. თქვა, რომ „ქართველ მომიტინგეებს ძალადობითა და დაპატიმრებებით უპასუხეეს“: „სამოქალაქო საზოგადოების ლიდერები, ჟურნალისტები და პოლიტიკოსები ციხეში არიან, მათ შორის ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, - რომლის გათავისუფლებასაც მოითხოვს მაკკეინის ინსტიტუტი. საქართველოში 121 პოლიტიკური პატიმარია - და მათგან ბევრია ისეთი, ვინც მეგობრად მიმაჩნია“.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)