08:08 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-29 18:41:45, 422 ნახვა

პოლიტიკა
ვაშაძე: სუს-ის 4000 თანამშრომლიდან, 2500 პოლიტიკური კონტროლით არის დაკავებული

ჩვენ ვიხილეთ მოხსენება, „პოლიტიკური პოლიციის“ წარმომადგენლის, იმიტომ, რომ დღევანდელმა მოხსენებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა 4000-მდე თანამშრომლიდან, დაახლოებით 2500-მდე თანამშრომელი, მხოლოდ პოლიტიკური კონტროლით არის დაკავებული, ამის შესახებ კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სუს-ის ფუნქციაა, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და ამ საკითხს დღევანდელ ანგარიშში მხოლოდ 6 ხაზი დაეთმო.

„ანტიტერორისტულ და კორუფციულ დაზვერვას 20-მდე გვერდი ეთმობა, სადაც რამდენიმე ასეული თანამშრომელი მუშაობს, ხოლო იმ მიმართულებას, რაც ნიშნავს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას, მხოლოდ 6 ხაზი ეთმობა. ექვს ხაზს ამ სამსახურში 2500 თანამშრომელი აკეთებს“, - განაცხადა ვაშაძემ.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ეს სტრუქტურა „გვითვალთვალებს, აშინებს მოქალაქეებს, პოლიტიკურ ტერორს აწარმოებს და პოლიტიკური პოლიციის ფუნქციას ასრულებს“.

მისივე თქმით, ერთადერთი გამოსავალია, „ეს კა-გე-ბეს და სუკ-ის გადმონაშთი, ერთხელ და სამუდამოდ ისტორიას ჩაბარდეს“.

„არ შეიძლება ცივილიზებულ სამყაროში ამ უფლებამოსილების მქონე მსგავსი სტრუქტურის არსებობა. ერთადერთი გამოსავალი სუს-ის ლიკვიდაციაა“, - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან იზორიამ ანგარიში წარადგინა. სუს-ის უფროსის მოადგილეს ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიული კომიტეტისა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე უსმენდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics