|
2026-02-10 12:19:02, 358 ნახვა
საზოგადოება
თიბისი წარმოგიდგენთ 25-ე, საიუბილეო - „ქოლგა თბილისი ფოტოს"
მთავარია გჯეროდეს - ახალი შესაძლებლობების, საკუთარი გზის და შემოქმედებითი ძალის. სწორედ საკუთარი შესაძლებლობების გამოხატვის საშუალებაა საერთაშორისო ფოტოკონკურსი ქოლგა თბილისი ფოტო, რომელიც თიბისის მხარდაჭერით წელს 25-ედ გაიმართება. 2026 წლის 10 თებერვლიდან ქოლგა თბილისი ფოტოს ფარგლებში ოფიციალურად გამოცხადდა საერთაშორისო ფოტოკონკურსი „ქოლგა“. რეგისტრაციის დასრულების თარიღია 15 მარტი. ფოტო კონკურსის გამარჯვებულებს ტრადიციულად საერთაშორისო ჟიური გამოავლენს შემდეგ ნომინაციებში:
კონცეპტუალურ სერიაში ასევე დაშვებული იქნება ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილი პროექტების მონაწილეობაც. კონკურსის პირობებს და დამატებით ინფორმაციას გაეცანით ბმულზე: Kolga „ქოლგა თბილისი ფოტოს" 2026 წლის ჟიურის წევრები არიან:
წლევანდელი კონკურსის გამარჯვებულები გამოცხადდებიან 2026 წლის 1 მაისს. „ქოლგა თბილისი ფოტო" 1 მაისიდან უმასპინძლებს ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებს. თიბისისთან პარტნიორობით „ქოლგა“ გამოსცემს ფოტოგრაფ გურამ თიკანაძის საკოლექციო წიგნს და ამავე ინიციატივის ფარგლებში თიბისი კონცეპტ გალერეაში გაიმართება გურამ თიკანაძის გამოფენა. „ქოლგა თბილისი ფოტო“ 2002 წლიდან ფოტოგრაფიის აღიარებული ინსტიტუციაა, რომელიც ყოველწლიურად მასპინძლობს მსოფლიოში ცნობილი ავტორების გამოფენებს, ვორქშოფებსა და ლექციებს ფოტოგრაფიის აქტუალურ თემებზე. „ქოლგა თბილისი ფოტოს“ მიზანია თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაცია და ახალგაზრდა ხელოვანების განვითარება. თიბისისთვის ახალგაზრდა თაობის განათლება, მათი მხარდაჭერა და შთაგონება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ამიტომაც უკვე ორ ათწლეულზე მეტია თიბისი „ქოლგა თბილისი ფოტოს“ ერთგული მხარდამჭერია.
სერბეთის პრეზიდენტი: უნგრეთისკენ მიმავალი გაზსადენის მახლობლად ასაფეთქებელი ნივთიერებები აღმოაჩინეს
მეუფე შიო: ჩვენ ვიცით ასევე, როგორი ცვალებადი და მერყევია ადამიანი
ძლიერმა ქარმა თბილისში კორპუსების ფასადები დააზიანა
შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები - ახალ კათოლიკოს-პატრიარქს გაცილებით მეტს მოვთხოვთ
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)