|
2026-02-10 11:27:16, 1048 ნახვა
მსოფლიო
ოლიმპიადაზე აკრძალეს ჩაფხუტი რუსეთთან ომში დაღუპული უკრაინელი სპორტსმენების ფოტოებით
უკრაინელმა სპორტსმენმა და სკელეტონის მრბოლელმა, ვლადისლავ ჰერასკევიჩმა 10 თებერვალს თქვა, რომ ოლიმპიურმა კომიტეტმა მას 2026 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე აუკრძალა ჩაფხუტის გამოყენება, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში დაღუპულ უკრაინელ ათლეტებს პატივს მიაგებს. ჰერასკევიჩის თქმით, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა მას ოფიციალური ვარჯიშებსა და შეჯიბრებებზე ჩაფხუტის ტარება აუკრძალა მას შემდეგ, რაც მან ამ ჩაფხუტით 9 თებერვალს ივარჯიშა. "გადაწყვეტილება, რომელიც უბრალოდ გულს მიტეხს. მაქვს განცდა, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი ღალატობს იმ ათლეტებს, რომლებიც ოლიმპიური მოძრაობის ნაწილი იყვნენ და არ იძლევა საშუალებას, რომ მათ პატივი მიაგონ იმ სპორტის არენაზე, სადაც ეს ათლეტები ვეღარასდროს დააბიჯებენ." - დაწერა ჰერასკევიჩმა Instagram-ზე. ჰერასკევიჩს მხარდაჭერა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც გამოუცხადა, რომელმაც აღნიშნა, რომ ჩაფხუტზე რუსეთის მიერ მოკლული უკრაინელი ათლეტების სურათებია გამოსახული, მათ შორის არიან, ფიგურული მოციგურავე, დმიტრო შარპარი, რომელიც ბახმუტთან ახლოს ბრძოლისას დაიღუპა, და 19 წლის ბიათლეტი, ევგენი მალიშევი, რომელიც ხარკოვის სიახლოვეს მოკლეს. 2026 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები იტალიაში 6 თებერვალს დაიწყო. თამაშებზე რუსეთისა და ბელარუსის ეროვნულ გუნდებს მონაწილეობა აკრძალული აქვთ, თუმცა, მათ ათლეტებს ინდივიდუალურ ღონისძიებებში "ნეიტრალური" სტატუსით მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)