23:18 - 19 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-02-09 14:28:27, 1205 ნახვა

საზოგადოება
ქუთაისის კლინიკაში ექიმმა დაზიანებები მიიყენა, გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო

ქუთაისის კლინიკა უნიქალ მედიში მომხდარ შემთხვევაზე, სადაც ექიმმა დანით მრავლობითი დაზიანებები მიიყენა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ინფორმაცია ფორმულას შსს-ში დაუდასტურეს.

TV პირველთან თვითმხილველები ამბობენ, რომ ექიმის მიერ ცივი იარაღით მრავლობითი დაზიანებების მიყენებას წინ, სავარაუდოდ, კლინიკის დირექტორთან კახა ნურალიძესთან კონფლიქტი უძღოდა.

იქ მომუშავე ერთ-ერთი თანამშრომლის თქმით, დირექტორის მხრიდან ქალების შევიწროება სისტემურ ხასიათს ატარებდა და ამის შესახებ არაერთხელ მიმართა კლინიკის დამფუძნებლებს, რომ კახა ნურალიძე გაეთავისუფლებინათ.

"რამდენიმე კვირის წინ დამირკა თვითონ [დაშავებულმა ქალმა], როგორც დამფუძნებელი ამოდი და რამე ზომები მიიღეთ. ეს კაცი [კახა ნურალიძე] სიცოცხლეს გამომასალმებსო. მე თვითონ იმიტომ არ მოვედი აქ, რომ მეც ანალოგიურ მდგომარეობაში ვყავდი. [...] რამდენიმე თვეა, დამფუძნებლებთან ვცდილობთ, ეს კაცი გაუშვან თანამდებობიდან, თუმცა რეაგირება არ იყო", - აღნიშნავს თანამშრომელი.

სამედიცინო დაწესებულებაში ამჟამად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

კლინიკის დირექტორს მომხდართან დაკავშირებით განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებია. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კრემლმა ჩინეთისთვის გაზის ფასდაკლება 56%-მდე გაზარდა
უკრაინამ ვლადიმირში, Yandex-ის ერთ-ერთი უდიდესი მონაცემთა ცენტრის ხუთ შენობაში იერიში მიიტანა
ნატოს ქვეყნები უკრაინაში ჯარების განლაგებასთან დაკავშირებით წვრთნებს ჩაატარებენ
საფრანგეთის ხელისუფლებამ პოგრომების გამო კომენდანტის საათი დააწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics