|
2026-02-09 11:27:49, 968 ნახვა
საზოგადოება
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული მშობლები კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული მშობლები "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრთან ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას მოითხოვენ. - ამის შესახებ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლების განცხადებაშია ნათქვამი. ისინი მოითხოვენ კობახიძე მათ დღესვე შეხვდნენ, ამისთვის მშობლები და პაციენტები კანცელარიასთან 15 საათზე მივლენ. "დიუშენის კუნთოვანი დისტროფია ფატალური დაავადებაა რომელიც ადრეულ ასაკში იწვევს კუნთების განლევას და ნაადრევ სიკვდილს. საქართველოში დიუშენის დისტროფიით დაავადებული 100 მდე ბავშვია. სახელმწიფო არ იღებს დგამს ნაბიჯებს მათი სიცოცხლის გადასარჩენად. მშობლებმა ჩავატარეთ აქციები ჯანდაცვის სამინისტროსთან და სახელმწიფო კანცელარიასთან, ასევე წერილით რამდენჯერმე მივმართეთ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს და ვითხოვეთ შეხვედრა, თუმცა ჯერჯერობით პასუხი არ მიგვიღია. დღეს 3 საათზე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლები მივალთ სახელმწიფო კანცელარიაში და ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას მოვითხოვთ. თუ ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა ან შეხვედრა არ ჩაინიშნა ჩვენ გავაგრძელებთ პროტესტს და მივმართავთ უფრო მასშტაბურ ზომებს. ჩვენ არ გავჩერდებით, რადგან ჩვენი შვილების მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. ბავშვების სიცოცხლის გადარჩენა სახელმწიფოს უპირველესი მოვალეობაა." - წერია გავრცელებულ განცხადებაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)