|
2026-02-09 09:57:09, 1710 ნახვა
ეკონომიკა
ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი საცხოვრებელი პროექტი „ბილდერზ ისანი“ შენდება
ბაზისბანკი, როგორც ბიზნსესის ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური მხარდამჭერი, განაგრძობს სამშენებლო და დეველოპერულ კომპანიებთან თანამშრომლობას. ამჯერად, ბანკთან პარტნიორობის ფარგლებში, დეველოპერული კომპანია ბილდერზი ისანში ახალ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს. კომპანია "ბილდერზი" მრავალწლიანი გამოცდილების გუნდითა და ვადებში დასრულებული ხარისხიანი პროექტებით პოზიციონირებს ბაზარზე. ბილდერზ ისნის საცხოვრებელი კომპლექსი პრემიუმ კლასის მასალებით შენდება, თბოიზოლაციის უახლესი სისტემებითა და შიდა ფართების სწორი დაგეგმარებით გამოირჩევა. ახალი პროექტი მდებარეობს ისნის ბულვარის მიმდებარედ, ნადირაშვილის ქუჩაზე, სწრაფად განვითარებად უბანში. მნიშვნელოვანია, რომ ევროპული სტანდარტის კორპუსი უსაფრთხოების სისტემით სრულად იქნება აღჭურვილი. სახანძრო სიგნალიზაციით, წყლის ავზით, შიდა და გარე ჰიდრანტებით. ასევე, გენერატორით, რომელიც ელექტრო ენერგიის არარსებობის შემთხვევაში, მაცხოვრებლების ლიფტითა და პარკინგით სარგებლობის შესაძლებლობას უზრუნველყოფს. საცხოვრებელ პროქტში ბინების ფართი 51 კვ.მ.-დან იწყება. კორპუსში მიწისქვეშა პარკინგია გათვალისწინებული, რაც ავტომობილის უსაფრთხოდ გაჩერების მუდმივ გამოწვევას ეფექტურად გადაწყვეტს. ბილდერზ ისანი არაერთი უპირატესობით გამოირჩევა, შესაბამისად, მიმზიდველია როგორც საცხოვრებლად, ასევე გონივრული ინვესტიციისთვის. პროექტი დასრულდება 2027 წლის ბოლოს და მომავალ მაცხოვრებელებს ჩაბარდება მწვანე კარკასის კონდიციაში. ბილდერზ ისანი არ არის მხოლოდ საცხოვრებელი კომპლექსი. ეს არის ბილდერზის ახალი ხედვა კომფორტული და მარტივი ცხოვრებისკენ, სადაც თანამედროვე არქიტექტურა, ხარისხიანი მშენებლობა და ბუნებასთან სიახლოვე ერთ მთლიანობაშია მოქცეული. ბაზისბანკი, ბილდერზ ისნის საცხოვრებელ პროექტში ბინის შასაძენად მარტივ იპოთეკურ სესხს გთავაზოვთ. განაცხადის შევსება შესაძლებელია ონლაინ.
საერთაშორისო გამჭვირვალობა - - ვახო სანაია ისჯება ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ რეჟიმის მხილების, პრინციპული პოზიციისა და საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლის გამო
ზურაბიშვილი ვახო სანაიაზე - საქართველო მოსკოვის სცენარს სიტყვასიტყვით იმეორებს
საქართველოს ექსპორტი $6.1 მილიარდამდე გაიზარდა - პირველ ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები
ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)