|
2026-02-07 17:37:32, 1102 ნახვა
საზოგადოება
თსუ-ს პროფესორი, თამარ ბელქანია ამბობს, რომ თსუ-ს რექტორმა, ჯაბა სამუშიამ თანამდებობა დატოვა
თსუ-ს რექტორმა, ჯაბა სამუშიამ "ოცნების" განათლების მინისტრთან გივი მიქანაძესთან შეხვედრის შემდეგ თანამდებობა დატოვა. თსუ-ს პროფესორი, თამარ ბელქანია ამბობს, რომ გუშინ განათლების მინისტრთან, გივი მიქანაძესთან შეხვედრაზე თსუ-ს რექტორმა, ჯაბა სამუშიამ "მიიღო გადაწყვეტილება, რომ ის უფლებამოსილებას შეიწყვეტს". ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ისაუბრა განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის და პროფესორების შეხვედრაზე. მისი განმარტებით, დღეს შეხვდებიან განათლების მინისტრს და გუშინდელი შეხვედრის შინაარს მოისმენენ. „მე არ ვიჩქარებ კომენტარის გაკეთებას. დღეს გვექნება შეხვედრა განათლების მინისტრთან ერთად. უშუალოდ მისგან მოვისმენთ ინფორმაციას ამ შეხვედრის შინაარსთან დაკავშირებით და ამის საფუძველზე ჩამოვყალიბდებით კონკრეტულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. ჩვენი ამოცანა არის ძალიან მარტივი - დღეს უმაღლესი განათლების სისტემა, რბილად რომ ვთქვათ, არის მძიმე მდგომარეობაში. ჩვენი სისტემა ვერ აწვდის სათანადო ხარისხის განათლებას ქართველ სტუდენტებს და ჩვენი ამოცანაა ამ ყველაფრის თვისებრივად, არსებითად გამოსწორება. თუ ვინმე ამას ეწინააღმდეგება, ეს არ არის სწორი, მათ შორის, თუ ვინმეს სუბიექტური ინტერესები აქვს, ყველამ უნდა გადადოს გვერდზე საკუთარი სუბიექტური ინტერესები. მთავარი ამოცანა უნდა იყოს სტუდენტებისთვის, ქართველი ახალგაზრდებისთვის მაღალი დონის განათლების მიწოდება, ცოდნის გაზიარება. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა და რა თქმა უნდა, ამისთვის გაკეთდება ყველაფერი“, - განაცხადა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)